ჩვენ შევამოწმეთ სტილისტის 6 ხერხი, თუ როგორ გამოვჩნდეთ ვიზუალურად უფრო მაღალი
ნებისმიერ გოგონას სურს, გამოიყურებოდეს მოდურად, მაგრამ, სამწუხაროდ, მოდის ყველა ტენდენცია არ ითვალისწინებს სხეულის აგებულების თავისებურებას - სიმაღლეს. თუ ზოგიერთს ესა თუ ის სამოსი ძალიან უხდება, ზოგს ”ამოკლებს” და არასასურველ მოცულობას სძენს .
FPAPARAZZI გაჩვენებთ, როგორ ავარიდოთ თავი მსგავს უსიამოვნებებს. აი, 6 მარტივი ხერხი, თუ როგორ გავხდეთ ვიზუალურად უფრო მაღალი.
შეარჩიეთ ”სწორი” ფეხსაცმელი და აქსესუარები
ყველაზე მარტივი ხერხი, არამხოლოდ ვიზუალურად, არამედ, ფაქტობრივად მაღალი გახდე - არის მაღალი ქუსლები. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმლის ფერს: ხორცისფერი ან სხვა ნეიტრალური ფერის ფეხსაცმელი ფეხებს უფრო გრძელს აჩენს. შავი კი, განსაკუთრებით თასმებიანი - პირიქით, ამოკლებს.
ასევე, როგორც ჩვენი მაგალითიდან ჩანს, უმჯობესია, არ გამოიყენოთ აქსესუარები, რომლებიც ჰორიზონტალურად ”ჭრის” იმიჯს. მაგალითად, ჩოკერი, რომელიც ახლა ძალიან მოდაშია - ყელი და მთლიანობაში სხეული, უფრო სქლად გამოიყურება.
იყავით ფრთხილად ზოლიან პრინტებთან
ამ მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ ზოლიანი პრონტის გამოყენებისას, სიფრთხილეა საჭირო. ჰორიზონტალური ზოლები სხეულის მოცულობას ზრდის ვიზუალურად, და პრინტების არასწორი შეხამება და ქვედაბოლოს სიგრძე მუხლს ზემოთ - ვიზუალურად 2-3 სანტიმეტრით დაბალს გამოგაჩენთ. აი, ზოლიანი მაისურისა და ერთი ფერის ქვედაბოლოს შეხამება კი პირიქით, სილუეტს ჭიმავს.
შეარჩიეთ ჯინსები და ჩანთები თქვენი სიმაღლის გათვალისწინებით
მოკლე ჯინსები დაბალი სიმაღლისას კიდევ უფრო გადაბლებთ. შეუხამეთ ასეთი ჯინსები მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და მოკლე მაისურს. მაღალწელიანი ჯინსები სიმაღლის კორექციის საშუალებას მოგცემთ.
მიაქციეთ ყურადღება ჩანთის ზომასაც. მინიატურული გოგონების საუკეთესო არჩევანია სიგანეში 25-სანტიმეტრიანი ჩანთები. დიდი ჩანთები კიდევ უფრო დაგაპატარავებთ.
მოსინჯეთ შარვალი პალაცო
შარვალი პალაცო - შესანიშნავი საშუალებაა მაღალი ქუსლების ან პლატფორმის დასაფარად. ფეხები უფრო გრძელი გამოჩნდება, შესაბამისად, სიმაღლეც - მეტი. შეარჩიეთ მშვიდი, ლაკონური ფერები. შეხამებები, რომლებიც მოდიდან არასოდეს გადის - მოკლე ტოპი და მაღალწელიანი შარვლები. ეს ხერხი შესანიშნავად შეინარჩუნებს პროპორციებს. თუ შარვალთან სვიტერს ან ბლუზას შეარჩევთ, შეიკარით ქამრით, ან ჩაიტანიეთ შარვალში.
ნუ მოახდენთ ქვედაბოლო-ფანქრის იგნორირებას
ცალკე ყურადღებას იმსახურებს ქვედაბოლო-ფანქარი. ის შესანიშნავად ”აყენებს” ტანს, და ვიზუალურად უფრო გამაღლებს. თუ მოკლე ტოპი არ გაქვთ, თეთრი პერანგიც კარგი ვარიანტია - ეს იმიჯი მუდამ მოდაშია. ჩვენს შემთხვევაში პერანგი უნდა ჩაიტანიოთ ქვედაბოლოში აუცილებლად: ამგვარად უფრო მოხდენილად გამოიყურებით.
ჩაიცვით კაბა-პერანგები სწორად
კაბა-პერანგს საკმაოდ საინტერესო თარგი აქვს და ფაქტობრივად, სხეულის ნებისმიერ ტიპს უხდება. მაგრამ მაღალ გოგონებზე ასეთი კაბა ცოტათი უცნაურად გამოიყურება და წელის არეშიც მოცულობას უზრდის. ამის გამოსწორება ადვილია - უბრალოდ, გაიკეთეთ ქამარი და სახელოები აიწიეთ. მინიატურული გოგონებისთვის სახელოების იდეალური სიგრძე გახლავთ ¾. გარდა ამისა, უმჯობესია, ერთი ფერის მოდელი შეარჩიოთ.