შენ მარტო აღარ ხარ საწოლში? 10 ჩვევა, რომელზეც უარის თქმა მოგიწევს

შენ მარტო აღარ ხარ საწოლში? 10 ჩვევა, რომელზეც უარის თქმა მოგიწევს
მარტოხელა ადამიანისთვის ძალიან ტკბილია ღამით ოცნება საყვარელ ადამიანთან ჩახუტებაზე..... მაგრამ აი ის გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, თქვენ საძინებლის გაყოფას იწყებთ და აღმოჩნდება, რომ არც თუ ისე მარტივი ამოცანაა - ერთმანეთის ღამის სამოთხედ და არა ჯოჯოხეთად გადაგცევა. fpaparazzi.com წარმოგიდგენთ რეცეპტს ერთ საწოლში კომფორტული შერწყმისთვის, რომელიც ორივე თქვენთაგანს გამოადგება.

1. ნუ გადაითრევთ მთელს საბანს. თუკი მაინც გადაითრევთ - დააბრუნეთ უკან. თანაც ეს ისეთი ამაღელვებელია, როდესაც თქვენი მეორე ნახევარი საბანს გაფარებთ ძილში!

2. მოიშორეთ ხვრინვა- ეს უკვე არა მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობის საკითხია, არამედ პარტნიორის ღამის სიმშვიდისაც. რათქმუნდა ხვრინვა ხდება უნებურად და მისი მართვა შეუძლებელია, სამაგიეროდ შესაძლებელია ექიმთან გასაუბრება მისგან თავის დაღწევის მეთოდებზე. ეს ბევრად უკეთესია იმაზე ვიდრე გეძინოთ იმ ადამიანის "სიძულვილის მზერის" ქვეშ, ვინც თქვენს გამო ვერ იძინებს, ან მოგხვდეთ იდაყვი კეფაში ყოველ ჯერზე როდესაც ძილში განსაკუთრებით შთამბეჭდავ სიმფონიას დაუკრავთ.

3. თუკი თქვენ იცით, რომ ძილში ცხვირიდან გამონადენი გაქვთ, მაშინ შეამოწმეთ ყველაფერი წესრიგში გაქვთ თუ არა ცხვირით სუნთქვასთან. ასევე იქონიეთ ცხვირსახოცი

4.ზოგჯერ ძალიან გინდა ადამიანს გაწვე მთელს ლოგინზე ვარსკვლავივით, მაშინ როდესაც თქვენი პარტნიორი საპირფარეშოში გავიდა. ("დაბრუნდება და გადავწვები"- ფიქრობთ თქვენ და ჩაგეძინებათ, მან კი შემდეგ არ იცის ისე როგორ დაწვეს, რომ თქვეი ძილი არ დააფრთხოს.) უმჯობესია თუ არც დაიწყებთ. დროთა განმავლობაში თქვენი მხარის დაკავების რეფლექსი იმდენად გამოგიმუშავდებათ, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მარტო დარჩებით ვერ შეძლებთ მთელს ლოგინზე დაძინებას.


5.ვერ იძინებთ, ხოლო თქვენი მარტნიორი უკვე მეშვიდე სიზმარს ხედავს? უმჯობესია წახვიდეთ და სხვა ოთახში დაიძინოთ, რომ არ იბორგოთ და მისცეთ მას გამოძინების საშუალება.რათქმაუნდა თუკი თქვენი პარნიორი ცალცალკე ძილს განშორებად არ აღიქვავს და იმ წუთას ძლივს ჩაძინებულს არ გაგაღვიძებთ, იმის გასარკვევად თუ რა მოხდა და რაზე ხართ თქვენ ნაწყენი.


6.ნუ დაწვავთ და ნუ გაყინავთ ერთმანეთს. თუკი ერთ-ერთ თქვენთაგანს ცხელა და სურვილი აქვს ფანჯრები დააღოს, ხოლო მეორეს სცივა და ითხოვს გამათბობელის ჩართვას, შეეცადეთ მოძებნოთ კომპრომისი. მაგალთად, შეაღეთ ფანჯარა და ვისაც სცხხელა შიშველმა დაიძინოს გადასაფარებლის ქვეშ, ხოლო ვისაც სცივა თბილ პიჟამოში თბილი გადასაფარებლის ქვეშ. არცერთი თქვენთაგანი არ უდნა იტანჯებოდეს ოთახში შეუსაბამო ტემპერატურის გამო.


7. საძინებელი თეთრეულის შეცვლის გრაფიკის სწავლა მოგიწევთ. ორი ადამიანი უფრო ხშირად იოფლება, ხომ მართალია ? ამასთანავე თქვენ სიყვარულით ხართ დაკავებული ამ ლოგინში შესაბამისად ოფლიანდებით ინტენსიურად.


8.საწოლის ეტიკეტის წესები: ვინც დაასველა, იმას სძინავს სველ ადგილას. კარგად მოგეხსენებათ როგორი ლაქები რჩება საწოლზე სექსის შემდეგ (მოკლედ, ისინი მალე შრებიან და არ ღირს მათგან დიდი ისტორიის შექმნა) ან მაშინ როდესაც ერთ-ერთმა თქვენთაგანმა საწოლში ჩაი ან შამპანიური დააქცია. რათქმუნდა თქვენ შეცვლით, გადააბრუნებთ ლეიბს , მიიტანთ პირსახოცს - მაგრამ თუკი დისკომფორტის შეგრძნება მაინც რჩება, ის არ უნდა იტანჯებოდეს, თუკი თქვენ დააქციეთ, მხოლოდ იმიტომ რომ იმის მხარეს დაიქცა.



9.საწოლში ჭამეთ? დაფერთხეთ იგი და მოაშორეთ ნამცეცები, ნუ დაელოდებით სანამ თქვენი პარტნიორი ბუზღუნს დაიწყებს, რომ ის იოგი არ არის და არ გამოსდის ლურსმებზე ძილი.

10.თუკი თქვენ ჩახუტებული ძილი არ გიყვართ, ნუ მიიტანთ გულთან ახლოს. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის თქვენ გადაგიყვარებთ ან რამე მზგავსი. ზოგიერთ ადამიანს არ უყვარს როდესაც მას ღამე ვიღაც ეხება, უბრალოდ ინდივიდუალური მგრძნობელობის გამო. მათ სჭირდებათ უფრო მეტი პირადი სივრცე იმისათვის რომ კარგად გამოიძინონ და დაისვენონ. ეს ჩვეულებრივი ამბავია.