გიჭირთ დილით ადრე გაღვიძება? მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ეს!

გიჭირთ დილით ადრე გაღვიძება? მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ეს!
„ბუ“ ხართ და სულ გშურთ, იმ ხალხის, ვინც ადრე დგება და მთელი დღით ტკბება? ეს მარტივი რჩევები შეიძლება თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს:
  1. მოემზადეთ წინასწარ
    თავიდან რომ აირიდოთ დილაადრიან გადარბენა, წინა საღამოს გაიმზადეთ ტანსაცმელი, ჩაალაგეთ ჩანთა, საკვები. ეს წნეხს შეამცირებს და ნაკლებად აფორიაქებული იქნებით დილით.

  2. გადააწყვეთ ძილის რეჟიმი
    თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ, თუ ღამეში 7-8 საათს იძინებთ. თუმცა ადრე დაძინება არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად კარგია. თუკი თქვენ შუაღამისას იძინებთ და დილით 7ზე დგებით, მაგრამ გინდათ, ერთი საათით ადრე ადგეთ, ნუ აიძულებთ თავს, დაწვეთ 10-ის ნახევარზე. დაძინების ნაცვლად, შუაღამემდე ლოგინში იტრიალებთ. ჯობს პატარ-პატარა ცვლილებებით დაიწყოთ. მაგალითად, დაიძინოთ ჩვეულებრივზე 15 წუთით ადრე და ნელ-ნელა მოუმატოთ.

  3. ყვავილები საძინებელში



    ადამიანები, რომლებიც ძილის წინ ყვავილებს უყურებენ, დილაობით გაცილებით ხალისიანები და ენერგიულები არიან. მოათავსეთ ყვავილების თაიგული თქვენს საწოლ ოთახში.

  4. აირჩიეთ მუსიკა

    გიჭირთ დილით ადრე გაღვიძება? მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ეს!

    ძილის წინ ახალი ამბების მოსმენას და იმეილების კითხვას ჯობს საყვარელ სიმღერას მოუსმინოთ. დამტკიცებულია, რომ მუსიკა გუნება-განწყობილებას აუმჯობესებს.

  5. ნუ გამორთავთ მაღვიძარას
    თანამედროვე ტელეფონებზე მაღვიძარებს ზარის გამეორების ფუნქცია აქვს, რაც სიზარმაცისას თითქოს გვშველის, სინამდვილეში კი ეს უფრო მეტად გვაღიზიანებს. უბრალოდ დააყენეთ მაღვიძარა და დადეთ ისეთ ადგილას, რომ მისი გამორთვა მარტივად ვერ შეძლოთ.

  6. დალიეთ ლიმონიანი წყალი



    თქვენს ორგანიზმს დატენიანება სჭირდება. მიირთვით ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი, ის თქვენს ორგანიზმსაც დაარწყულებს და შიმშილის გრძნობასაც მოგიკლავთ.

  7. განათება



    კარგი სანათი ზამთრის დილის ბინდბუნდში ადგომას გაგიმარტივებთ. ასეთი სინათლე თქვენს ორგანიზმს აიძულებს, შეწყვიტოს ძილის ჰორმონის, მელატონინის გამოყოფა და გამოფხიზლება უფრო გაგიადვილდებათ. ასეთი სანათია The Verilux HappyLight, რომლის შეძენაც 40$ დაგიჯდებათ. სანათი შეგიძლიათ დილის პროცედურების დროს სარკესთან დადგათ.

  8. იმოძრავეთ!
    კვლევების თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, უფრო მარტივად მიჰყვებიან რუტინას. თუნდაც მხოლოდ 10-წუთიანი სწრაფი სიარული გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დაგეხმარებათ გაღვიძებაში.