რას ნიშნავს მარკირება BB, CC, DD და PP საცხებზე. რა დასანანია, აქამდე რომ არ ვიცოდი!

რას ნიშნავს მარკირება BB, CC, DD და PP საცხებზე. რა დასანანია, აქამდე რომ არ ვიცოდი!
BB-საცხები კოსმეტიკის ბაზარზე სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, მაგრამ უკვე მოიპოვა უამრავი ქალის სიყვარული. ეს საცხები გერმანელმა დერმატოლოგებმა შეიმუშავეს კანის აღსადგენად და შესახორცებლად ღრმა პილინგებისა და კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ. კორეელმა მწარმოებლებმა კი სრულყოფილებაში მოიყვანეს და ფართო აუდიტორიისთვის გამოუშვეს.

ასეთ საცხებს როგორც შემნიღბავი, ასევე დამატენიანებელი თვისებები გააჩნია. მაგრამ პროგრესი ერთ ადგილას არ დგას და ახლა უკვე გამოჩნდა CC, DD, PP და ЕЕ საცხები. ჩვენი რედაქცია აგიხსნით, თუ რა განსხვავებაა მათ შორის.

სახის BB-საცხი

BB-საცხი

BB-საცხი იშიფრება როგორც beauty balm ან blemish balm, ანუ, ბიუთი-ბალზამი ან შემნიღბავი ბალზამი. იგი ნებისმიერი სეზონისთვის არის შესაფერისი და შესანიშნავად ატენიანებს. უმკლავდება გამონაყარს, აშრობს ანთებით ელემენტებს და ათანაბრებს სახის კანის ფერს. ნიღბავს კანის დეფექტებს და იცავს მზის სხივებისგან. მაგრამ გაითვალისწინეთ, სახის კანის ძირითადი მოვლის საშუალების სრულად შეცვლა მას არ შეუძლია.

СС-საცხი

ВВ-საცხების წარმატების შემდეგ გაჩნდა СС-საცხები, ან Color Control (ფერის კონტროლი). ამ საცხის მისია უფრო ვიწროა - ფერის კორექცია. შექმნილია სპეციალურად კანის სიყვითლის ან სიწითლის საწინააღმდეგოდ. СС-საცხები უფრო მსუბუქია და მეტად მარტივი გამოყენებისთვის.

რას ნიშნავს მარკირება BB, CC, DD და PP საცხებზე. რა დასანანია, აქამდე რომ არ ვიცოდი!

DD-საცხები

DD-საცხი იშიფრება როგორც daily defense ან dynamic do-all (”ყოველდღიური დაცვა ან ხელმარჯვე ოისტატი)
იგი შეიცავს მაღალი დონით დაცვას მზისგან და თავისუფალი რადიკალებისგან. შესანიშნავი ვარიანტია მეგაპოლისის მცხოვრებლებისთვის. თუმცა, დიდი ოდენობით მისი გამოყენება არ ღირს, რადგან ახშობს ფორებს.



PP-საცხი

Pink Perfect (ვარდისფერი სრულყოფილება) - ეს გახლავთ საბაზისო საცხი მაკიაჟისთვის. საცხის შემადგენელი სილიკონის ნაწილაკები აუმჯობესებს რელიეფს, ასწორებს ნაოჭებს, ავიწროვებს ფორებს, კანი გლუვი და თანაბარი ფერის ხდება.

უხდება ნებისმიერი ტიპის კანს, თუმცა, მას, როგორც დამოუკიდებელ პროდუქტს - არ იყენებენ.



EE-საცხი

Extra Exfoliation (ექსტრაგაშალაშინება), ან EE-საცხები ანახლებენ კანს, იცავენ მზისგან, ატენიანებენ, სძენენ მბზინვარებას და მსუბუქ ელფერს. ეს საცხები რეკომენდირებული არ არის ხშირი გამოყენებისთვის და მათთვის, ვისაც მგრძნობიარე და თხელი კანი აქვს.

საშუალება შექმნილია მათთვის, ვისაც სახის სიფერმკრთალე და შავი წერტილები აწუხებს.



როგორც ხედავთ, საქმე მარტივადაა. ამ საშუალებების უდიდესი პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ ფერის არჩევის დროს არ შეცდებით, რადგან კანის ფერს ყველა მათგანი შესანიშნავად უხდება.