როგორ დავამარცხოთ ვირუსი და გაციება 3 დღეში

როგორ დავამარცხოთ ვირუსი და გაციება 3 დღეში
არსებობს იმუნური სისტემის ასამაღლებელი უამრავი საშუალბა, მაგრამ ამ მცენარისაგან დამზადებულ სიროფს, გასაოცარი შედეგი აქვს.

გამოკვლევების თანახმად, აღმოჩნდა რომ შავი ანწლი ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს! მასში შემევალი A და C ვიტამინები ორგანიზმს აძლიერებს და ეფექტურად ებრძვის ვირუსულ ინფექციებსაც.

ებრაელმა ექიმებმა შავ ანწლში შემავალ საქაროზებზე დაყრდნობით, რამდენიმე სახეობის "ფორმულა" შეიმუშავეს, რომელიც ეფექტურად ებრძვის გაციების და ვირუსული ინფექციების პირველივე სიმპტომებს და დასაწყისშივე ამსუბუქებს მას!

ანწლის სიროფი:

მის მოსამზადებლად კი დაჭირდებათ, იმუნიტეტისათვის ყველა სასარგებლო ინგრედიენტი:
  1. ⅔ ჭიქა ხმელი შავი ანწლი;
  2. 3½ ჭიქა წყალი;
  3. 1 ჭიქა ნედლი თაფლი
  4. 2 სუფრის კოვზი დაფქული მშრალი ჯანჯაფილი;
  5. 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი;
  6. ½ ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი;

მომზადების წესი:

ჩაასხით ქვაბში წყალი და დაუმატეთ ანწლი, დარიჩინი, ჯანჯაფილი და მიხაკი.

მიიყვანეთ ადუღებამდე და დაახურეთ თავსახური, ხოლო ცეცხლს დაუწიეთ, ისე რომ ოდნავ დუღდეს მასა. დატოვეთ ქურაზე 45 წუთის განმავლობაში (იქამდე, სანამ სითხე ორჯერ არ შემცირდება). გადმოდგით ქურიდან და გააგრილეთ. გადაწურეთ საწურში, ისე რომ ნაყოფი კოვზით გასრისოთ და შეურიოთ მიღებულ მასას.

როდესაც მიღებული სითხე კარგად გაცივდება, დაუმატეთ თაფლი და აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვან მასად იქცეს!

აუცილებლად გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში! სიროფი ვარგისია მხოლოდ 2 კვირის მანძილზე.

რეკომენდირებული დოზა:

როგორ დავამარცხოთ ვირუსი და გაციება 3 დღეში

ბავშვებისათვის: დღეში - ½ ჩაის კოვზიდან 1 ჩაის კოვზამდე;
ზრდასრულებისათვის: დღეში ½ სუფრის კოვზიდან 1 სუფრის კოვზამდე დღეში;

გაციების ან ვირუსული ინფექციის შემთხვევაში, მიიღეთ სიროფი ყოველ 2-3 საათში ერთხელ, მანამმ- სანამ სიმპტომები არ ალაგდება!