მცენარე, რომელიც ჭრილობებს ახორცებს და სისხლდენას აჩერებს.
ფარსმანდუკი ( ყვავისკუდა ) ბევრგან იზრდება. უწინ ეს ბალახი მხოლოდ სარეველა მეგონა. არადა თურმე ჭრილობებს ახორცებს და სისხლდენას აჩერებს. ეზოშიც დავრგე ეს ბალახი, რადგან შევიტყვე, რომ კუჭის დაავადებებსაც შველის. ამ უებარი წამლით მდგომარეობა საგრძნობლად გამიუმჯობესდა.
ნაყენი ასე მზადდება:
ექიმის კომენტარი:
ყვავისკუდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მელისკუდასაც უწოდებენ. მცენარის ფოთლები მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით: ალკალოიდებით, ქაფურით, გლიკოზიდებით, ამინომჟავებით. ორგანული მჟავებით, კაროტინით, K ვიტსმინით, ასკორბინის მჟავით. მცენარეს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური თვისება აქვს. არის სპაზმების მომხსნელი, ნაღველმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტიალერგიული, ჭრილობების შემახორცებელი, ჰიპოტენზიური, სისხლდენის შემაჩერებელი. აქვს მეტეორიზმის საწინააღმდეგო მოქმედება, გამოიყენება კუჭ - ნაწლავის დაავადებების ( გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სპაზმური კოლიტების, მეტეორიზმის, ჰემოროის ) დროს, კუჭ - ნაწლავისა და ჰემოროიდული სისხლდენისას.
მცენარეს გარეგანი გამოყენება ( ჭრილობების, წყლულების სამკურნალოდ ) მის ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა რეგენერაციულ თვისებებს უკავშირდება.
ნაყენი ასე მზადდება:
- 1 ს/კ გამხმარ ფარსმანდუკს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, თავდახურული შეფუთეთ ერთი საათით, შემდეგ გაწურეთ. სვით თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
მკურნალობის კურსი 3 კვირაა.
ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკურ კურსს ყოველწლიურად ვიტარებ. ფარსმანდუკი ( ყვავისკუდა ) ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის, რომელთაც მენსტრუაციის დროს ძლიერი სისხლდენა აწუხებთ. გარდა ამისა, მცენარის ნაყენი აღადგენს ნორმალურ ციკლს.
ყველას ვურჩევ, გამოიყენოთ ეს უებარი მცენარე სამკურნალოდ.