ასე აღიქვამენ სილამაზესა და სექსუალურობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

ასე აღიქვამენ სილამაზესა და სექსუალურობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
რა განაპირობებს სილამაზის აღქმას? - მოდა? ბუნებრივი მიმზიდველობა? - რა თქმა უნდა ესეც, მაგრამ არსებობს კიდევ რამდენიმე მახასიათებელი იმისა, თუ რატომ არის ერთი ადამიანი მერესთან შედარებით გაცილებით ლამაზი. ყველაფერი გარემო პირობებზეა დამოკიდებული და სილამაზის აღქმაც, ყველას ინდივიდუალური აქვს!

როგორ აღიქვამენ მსოფლიოს სხვადსხვა კუთხეებში სილამაზეს:

უსწორ-მასწორო კბილები - იაპონია

ასე აღიქვამენ სილამაზესა და სექსუალურობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

Yaeba — მოზარდი გოგონების გარეგნობის მოდური მიმდევრობა იაპონიაში. მოზარდები ილტვიან კბილების გადაწყობისაკენ. მოზარდებში ისედაც ხშირია უსწორ-მასწორო კბილები და სხვაგან თუ მათ ბრეკეტებით გასწორებას ცდილობენ, იაპონიაში პირიქითაა! ასეთი კბილებიშ მქონე ადამიანებს, მიიჩნევენ სილამაზის ეტალონად.

გაწელილი ყურის ბიბილოები



აფრიკაში, რაც უფრო დიდი ყურის ბიბილო აქვს ადამიანს, მით უფრო ლამაზია და ტომშიც მეტად პატივცემულია. სწორედ ამიტომ, ადამიანებიიყურის ბიბილოებში უსვამენ სამკაულებს ისე, რომ ზომაზე მეტად გაიწელონ.

V-ფორმის ქვედა ყბა



მსოფლიოში ყველაზე მეტ პლასტიკურ ოპერაციებს, კორეაში იკეთებენ. ყოველი მეხუთე გოგონა ნაოპერაციებია. რატომ? - რათა სახის ოვალი დაიპატარაონ და რაც შეიძლება დიდი თვალები გამოიჩინონ! ისინი ცდილობენ ანიმეს დაემსგავსონ.

ფირფიტები ტუჩებზე



ისევ და ისევ აფრიკა! სილამაზედ გადიდებულ ქვედა ტუჩს მიიჩნევენ. ქალს კი მის გაწელვას, გარდატეხის ასაკიდან აწყებინებენ. ქვედა ტუჩზე სპეციალურად დამზადებულ თიხის ან ხის თეფშებს უდგამენ. დროთა განმავლობაში კი თეფშებს დიამეტრს უცვლიან ხოლმე. აფრიკაში ასეთი გარეგნობის ქალბატონი, მიმზიდველად მიაჩნიათ.

დიდი თეძოები - ჩრდილოეთ ამერიკა



ეს სტილი ამერიკაში დაინერგა, სადაც ახალ-ახალი პოპ-ვარსკვლავები მომრვლდნენ ლათინო ამერიკიდან, რომელებიც წარმოშობით აფროამერიკელები და უფრო სამხრეთელები არიან. ჯენიფერ ლოპესი და კიმ კარდაშანიანი ამ მიმდევრობის პიონერები გახლდნენ. მათ მიჰყვნენ -ბიონსე და სხვა აქტიური ლათინოსი მომღერლები. დღეს-დღეობით ასეთი ფორმები, გარკვეულწილად სილამაზის ეტალონად არის მიჩნეული.

ფეხების "გადაბინტვა" - ჩინეთი



ჩინელები ბავშვებს 4-5 წლიდან ფეხებს უკრავდნენ ისე, რომ სიგრძეში არ გაზრდოდათ! 10-12 წლის ასაკში გოგონების ტერფები ძალიან პატარა ზომის ჰქონდათ. ქალის სილამაზის ეტალონად კი პატარა ფეხის ტერფები გახლდათ. ასევე მიღებული იყო პატარა ნაბიჯებით სიარული, რომელსაც ბავშვობიდანვე აჩვევდნენ.

Gyaru — იაპონია



Gyaru - გარუჯული ბრიჯიტ ბარდო! გაგიკვირდებათ და ასეთი გარეგნობის მანდილოსნები, მიმზიდველად მიიჩნევიან იაპონიაში.

Au Naturel — საფრანგეთი



საფრანგეთი ქალბატონებს ბუნებრიობისკენ მოუწოდებენ! მაკიაჟის სანაცვლოდ, კი კრემების და ლოსიონებისაკენ - თავის მოვლისაკენ მოუწოდებენ! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საპარსის ხმარებიდან ამოღებასაც კი ცდილობენ! სუნამოს კი სრული იგნორი აქვს გამოცხადებული!

თვალები — აღმოსავლური ქვეყნები



თვალები სულის სარკეაო - ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ქალის თვალებს ეთაყვანებიან! ძალიან დიდი ყურადღება ამ ქვეყნებში თვალებს ეთმობა. განსაკუთრებით საუდის არაბეთში, ეს ერთადერთი ნაკვთია ქალის სხეულის, რომელსაც არ აფარინებენ და ყველაზე მიმზიდველადაც მიიჩნევენ!