ეს მცენარეული საშუალებები მოგაშორებთ სტრიებს
გთავაზობთ სტრიების მოშორების შინაურ რეცეპტებს, რომლებიც ეფექტურად ამცირებს და საბოლოოდ აქრობს ამ უსიამოვნო პრობლემას.
დაიმახსოვრეთ: მთავარი კანის ელასტიურობის აღდგენაა.
- შეიზილეთ სტრიებზე ზეითუნის შემთბარი ზეთი. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს სტრიებს.
- წაისვით ქოქოსის ზეთი და დაიმასაჟეთ ზონები 15 წუთის განმავლობაში.
- შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის ლავანდის, ნუშისა და გვირილის ეთერზეთები და წაისვით სტრიებზე.
- ჩაის ხის ზეთს ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს. რეგულარულად დაიმასაჟეთ ზონები ჩაის ხის ზეთით.
- კაკაოს კარაქი არბილებს და აგლუვებს კანს, ამგვარად შლის სტრიების ნაწიბუროვან ქსოვილებს.
- ე ვიტამინის ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა სტრიების სამკურნალოდ.
დაიმახსოვრეთ: მთავარი კანის ელასტიურობის აღდგენაა.