დაივიწყეთ სტრიები! 2 კომპონენტიანი ძალიან იაფი საშუალება თქვენს კანს საოცარი გზით გარდასახავს.

დაივიწყეთ სტრიები! 2 კომპონენტიანი ძალიან იაფი საშუალება თქვენს კანს საოცარი გზით გარდასახავს.
კანი - ადამიანის სხეულის ყველაზე დიდი ორგანო. ჩვენი ორგანიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ურთულესი მექანიზმია, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია კანთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც კანის საფარის დაზიანებას განაპირობებს. დღევანდელ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ სტრიებზე. სტრიები - კოსმეტიკური პრობლემა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია. ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი მოშორება შეუძლებელია, თუმცა ეს მოსაზრება არ შეესაბამება სინამდვილეს. საჭირო მონდომებისა და ამ საკითხისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში სტრიების მთლიანად მოშორება სავსებით შესაძლებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ათობით კილოგრამი მოიმატეთ და ღრმა სტრიები გაგიჩნდათ, არ ინერვიულოთ, რადგად არსებობს პრობლემის გადაჭრის გზა.

როგორ გავიქროთ სტრიები

თუ თქვენ ამ პრობლემით დერმატოლოგს მიმართავთ, ის სტრიების მოსაშორებლად ლაზერულ თერაპიას შემოგთავაზებთ. რა თქმა უნდა, ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია და 100%-იან შედეგს იძლევა, თუმცა ეს კოსმეტიკური პროცედურა საკმაოდ დიდ ხარჯებთან და დროსთანაა დაკავშირებული.

სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ პრობლემის გადაწყვეტის არანაკლებს ეფექტურ გზას, რომელიც ხელმისაწვდომია თითოეული ადამიანისთვის. ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი ეს ნიღაბი გადაგიჭიმავთ კანს და მოგაშორებთ სტრიებს. გახსოვდეთ, მთავარია საჭირო მონდომება, რეგულარული პროცედურები და მოთმინების უნარი!

ინგრედიენტები:
  • ასპირინის რამდენიმე აბი;
  • 2 ს.კ თბილი ზეითუნის ზეთი.


გამოყენება:

  1. დაფქვით ასპირინის რამდენიმე აბი და შეურიეთ ის იმ რაოდენობით წყალში, რომ მიიღოთ პასტისებრი ბლანტი მასა. ასპირინისგან დამზადებულ პასტაში ჩაამატეთ 2 სუფრის კოვზი თბილი ზეითუნის ზეთი და კარგად გადაურიეთ.

  2. მიღებული საშუალება წაისვით კანის პრობლემურ მონაკვეთზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით.

  3. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეგამოშვებით.


თუ პრობლემა ძალიან სერიოზულია და სტრიები მთელ სხეულზეა გავრცელებული, რეკომენდირებულია ამ საშუალების გამოყენებით პარალელურად E ვიტამინისა და C ვიტამინის მიღება. ორივე ვიტამინი იყიდება აფთიაქებში კაფსულების სახით. ვიტამინების მიღების კურსის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და ისარგებლეთ პროფესიონალის დანიშნულებით.