მარტივი, უებარი და უნიკალური რეცეპტი ბრონქიტისა და ფილტვების ანთების სამკურნალოდ!

მარტივი, უებარი და უნიკალური რეცეპტი ბრონქიტისა და ფილტვების ანთების სამკურნალოდ!
ყველას ვურჩევ ბუნებასთან სიახლოვეს. ცუდია, რომ ადამიანები უარს ამბობენ ხალხურ რეცეპტებზე. ბუნებრივი საშუალებები ბუნებრივად ერწყმის ადამიანის ორგანიზმს, თრგუნავს სენს. გასწავლით უებარ რეცეპტს ბრონქიტისა და ფილტვების ანთების სამკურნალოდ.

დაგვჭირდება:
  • ღორის ქონი 0,5 კგ
  • თაფლი 0,5 კგ
  • ძირტკბილას ფესვი 5 ს/კ
  • კონიაკი 1 ჭ ( 250 მლ )

მომზადების და გამოყენების წესი:
ერთმანეთში არეული ნახევარ - ნახევარი კგ თაფლი და ღორის მუცლის ქონი, 5 ს/კ ძირტკბილის ფესვი დადგით ცეცხლზე და გააცხელეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით, დაუმატეთ ერთი ჭიქა კონიაკი , კარგად აურიეთ და ჩაასხით ქილებში. მიიღეთ თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 - 30 წუთით ადრე. ეს არის მკურნალობის ერთი კურსი. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეგიძლიათ გააგრძელოთ.

ექიმის კომენტარი:
თაფლის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. ამჯერად მოკლედ ვიტყვით, რომ ქრონიკული ანთებითი პათოლოგიების დროს მართლაც უნიკალურია თაფლი. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა რეგენერაციული, იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ანტიბაქტერიული თვისებები. ღორის ქონს ხალხურ მედიცინაში ფართოდ იყენებენ ფილტვებისა და ბრონქების ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. იხმარეთ მხოლოდ მუცლის ქონი, რადგან სწორედ მას აქვს სამკურნალო თვისებები.
ძირტკბილა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება მისი ფესვი და ფესურები. ძირტკბილის ფესვის შემადგენლობაში შედის საპონინი - გლიცირიზინი, გლიცირიზინის მჟავას მარილები, რომლებიც მას ატკბობენ, 4 % - მდე ფლავონოიდები, სტეროიდები, ეთერზეთი, ასპარგინი, ასკორბინის მჟავა და სხვა.
ხალხურ მედიცინაში ძირტკბილას ნახარში ამოსახველებელი საშუალებაა სასუნთქი გზების ანთების, ფილტვების იმ დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ხველა - ფესვებში არსებული საპონინები არბილებენ და აადვილებენ ხველას. ძირტკბილის ნახარში და ნაყენი იხმარება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადების დროს. მცენარეს აქვს სპაზმების მომხსნელი და შარდმდენი მოქმედება. ამ ეფექტის გამო მცენარეს იყენებენ წინამდებარე ჯირკვლის ადენომით გამოწვეული შრდის შეკავების დროს.
მცირე დოზით კონიაკის მიღება კურნავს ბევრ ქრონიკულ დაავადებას. კონიაკი აუმჯობესებს მონელებას, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, უნარჩუნებს ადამიანს ახალგაზრდობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, სმენას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ხსნის კარდიოლოგიურ სპაზმებს, აფართოებს სისხლძარღვებს, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს ძილს, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე,
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი