100%-ით ნატურალური სასმელი, რომელიც თირკმლებს წმენდს
თირკმლების გამართული ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის, ამიტომ საჭიროა მათი დაცვა და გაწმენდა ტოქსინებისგან. გარდა დიეტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესისა, ამ მიზნის მიღწევაში ეს სასმელიც დაგეხმარებათ.
ინგრედიენტები:
მომზადება:
ორსულობის პერიოდში ოხრახუშის ჩაის მიღება აკრძალულია.
ინგრედიენტები:
- ნახევარი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი.
- 2 სუფრის კოვზი სუფთა თაფლი.
- 8 ჭიქა გაფილტრული წყალი.
- 1 კონა ოხრახუში.
მომზადება:
- ოხრახუში კარგად გარეცხეთ, მსხვილად დაჭერით და ადუღებულ წყალში ჩაყარეთ.
- ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.
- გადაწურეთ და გააგრილეთ.
- დაუმატეთ ლიმონი და თაფლი.
- მიიღეთ 1-2 ჭიქა დღის განმავლობაში.
- შეინახეთ მინის ჭურჭელში, მაცივარში, არაუმეტეს 7 დღისა.
ორსულობის პერიოდში ოხრახუშის ჩაის მიღება აკრძალულია.