გამოვრეცხოთ მარილის ფენები სახსრებიდან. 7 ყველაზე მარტივი და ეფექტური რეცეპტი.

გამოვრეცხოთ მარილის ფენები სახსრებიდან. 7 ყველაზე მარტივი და ეფექტური რეცეპტი.
მარილის ფენების წარმოქმნა და დაგროვება სახსრებში - პრობლემა, რომლისგანაც თანამედროვე მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება. რატომაა ეს უსიამოვნო მოვლენა ასეთი აქტუალური? მარილის ფენების წარმოქმნა და სახსრების დაზიანება განპირობებულია არაჯანსაღი გარემოთი და ცხოვრების არაჯანსაღი სტილით.

ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მარილის ფენების წარმოქმნა-დაგროვება დამიკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობით მარილის მივირთმევთ ყოველდღიურად, რაც მცდარი წარმოდგენაა.

სინამდვილეში, ეს უსიამოვნო მოვლენა ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევითაა გამოწვეული, რასაც, როგორც წესი, ცხოვრების მჯდომარე სტილი განაპირობებს.

იმისათვის, რომ დავამარცხოთ ეს პრობლემა, აუცილებელია გადავხედოთ საკუთარ კვების რაციონს და შევიტანოთ მასში გარკვეული ცვლილებები (ვგულისხმობთ კვების მენიუდან მავნე პროდუქტების გამორიცხვას).

გახსოვდეთ, თუ თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გაწუხებთ, პირველ რიგში, მიმართეთ სპეციალისტს და ძირფესვიანად გამოიკვლიეთ საკუთარი ორგანიზმი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო გაართულოთ და გაამწვავოთ საკუთარი მდგომარეობა.

7 რეცეპტი მოცემული პრობლემის გადასაჭრელად

რეცეპტი №1.

მიირთვით რეგულარულად მოხარშული ბრინჯი. რეკომენდირებულია გაუსუფთავებელი ყავისფერი ბრინჯის მიღება, რადგან ეს პროდუქტი არაჩვეულებრივად წმენდს ჩვენს სახსრებს. ბრინჯს შეუძლია დაშალოს მარილის ფენები, რომლებიც სახსრებში გროვდება. რაც უფრო ხანგრძლივი დროით იქნება ბრინჯი ჩალბობილი წყალში, მით უფრო ძლიერი იქნება მისი ეფექტი.

რეცეპტი №2

ჩაამატეთ საკუთარ კვების რაციონში სალათები შავი ან მწვანე ბოლოკისგან (დღეში არაუმეტეს 100 გრამისა). რეკომენდირებულია ასეთი სალათის მირთმევა ყოველდღიურად 3 კვირის განმავლობაში.

რეცეპტი №3

1 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და ამავე რაოდენობით ნატურალური თაფლი. მიირთვით 2 ჭიქა ეს სასმელი ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში.

რეცეპტი №4

5 დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ ცხელი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. განაგრძეთ დუღილი 5 წუთის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, მიეცით მას დრო გასაგრილებლად და გადაიტაეთ მინის ქილაში შესანახად. 1 ჩაის ჭიქა სუფთა წყალში ჩამატეთ მიღებული დაფნის ნახარშის 1 სუფრის კოვზი და გემრიელად მიირთვით! დღის განმავლობაში თქვენ უნდა მიიღოთ მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 7 ჭიქა ეს სასმელი. კურსის ხანგრძლივობა - 5 დღე.

დარჩენილი 3 რეცეპტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე.