ეს მარტივი და უებარი რეცეპტი მათთვისაა, ვისაც თირკმლის პრობლემები აწუხებს.

ეს მარტივი და უებარი რეცეპტი მათთვისაა, ვისაც თირკმლის პრობლემები აწუხებს.
ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ნესვის კურკები, რომელიც უსარგებლო მეგონა, ასე გამომიკეთებდა ჯანმრთელობას. წლების განმავლობაში მაწუხებდა თირკმელები. ანალიზებმა და ექოსკოპიამ აჩვენა , რომ თირკმელში მარილები და ძალიან მცირე ზომის ( 4 მმ - იანი ) კენჭი მქონდა. მკურნალობის შემდეგ დროებით მიუმჯობესდებოდა მდგომარეობა, მაგრამ მალე ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ნესვის კურკის წამლის რეცეპტი ნაცნობმა მასწავლა.

ინგრედიენტები:
  • ნესვის კურკები
  • 1 ჩ/ჭ რძე

მომზადების და გამოყენების წესი:
კურკები უნდა გავრეცხოთ, გავაშროთ და დავფქვათ. 1 ჩ/კ ფხვნილს დავასხათ 1 ჩ/ჭ მდუღარე რძე და 2 - 3 წუთი ვადუღოთ. 1 ჩ/ჭ ნახარშს 7 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ ვსვამდი, რასაც თირკმლის მსუბუქი შეტევა და შარდით კენჭის გამოყოფა მოყვა. მას შემდეგ სულ მაქვს მომარაგებული თესლი და პერიოდულად ( 3 თვეში ერთხელ ) ვიტარებ მკურნალობის კურსს. ეს მარტივი, მაგრამ უებარი წამალია.

ექიმის კომენტარი:
სამკურნალოდ გამოიყენება ნესვის ნაყოფი და თესლი ( კურკა ). ნაყოფი სასარგებლოა მხოლოდ მისი სიმწიფის პერიოდში. ნესვი შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს: უჯრედისს, შაქარს, აზოტშემცველ ნივთიერებებს, ცხიმებს, არომატულ ნივთიერებებს. ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით - მასში შედის ფოლიუმისა და ნიკოტინის მჟავები, C ვიტამინი.
ნესვის ნაყოფი კლავს წყურვილს, აქვს დამამშვიდებელი, შარდმდენი, მსუბუქი საფაღარათო მოქმედება, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ნესვი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ყაბზობის, ჰემოროის ( ბუასილის ), რევმატიზმისა და პოდაგრის სამკურნალოდ.
ნესვის თესლის ნაყენს აქვს ძლიერი შარდმდენი ეფექტი და გამოიყენება თირკმელების დაავადებების დროს.
ნაყოფის რბილობი კარგი კოსმეტიკური საშუალებაა - აშორებს სახის კანს ჭორფლს, პიგმენტურ ლაქებს, უბრუნებს მას ელასტიკურობას.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი