12 მარტივი ხრიკი, რომელიც თქვენს გაჯეტებს ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს

თითოეულ თანამედროვე ადამიანს აქვს თავისი საყვარელი გაჯეტები, რომლების გარეშეც სახლიდან არ გადის. გაჯეტები ისე მყარად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვცდილობთ, რაც შეიძლება დიდი ხნით გავუხანგრძლივოთ მათ ცხოვრება. ამისათვის საკმარისი არ არის მოფრთხილება, გაჯეტები მოვლასაც საჭიროებს. ჩვენს დღევანდელ მასალაში თავი მოვუყარეთ 12 ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად და მარტივად გაასუფთავოთ გაჯეტები მტვრისა და ჭუჭყისგან. მაშ ასე...
1. ტანსაცმლის გორგოლაჭი მოაცილებს მტვერს დინამიკებისგან

უბრალოდ მოუსვით გორგოლაჭი დინამიკებს და მთელი მტვერი მას მიეკრობა.
2. ყურსასმენებს გაწმენდს კბილის ჯაგრისი

დააფინეთ მაგიდაზე ქაღალდი ან პირსახოცი და ფრთხილად მოუსვით ბადეზე ჯაგრისი.
3. მავთულების ჭუჭყს საშლელი მოაცილებს

ფრთხილად მოუსვით საშლელი მავთულებს - ჭუჭყის კვალიც კი არ დარჩება და მავთულები არ დაზიანდება.
4. კბილის ელექტრონული ჯაგრისი ყურსასმენების თავის გასაწმენდად

ჯაგრისის ზომა სრულებით შეესაბამება ყურსასმენის თავის ზომას. გაწმენდამდე გამორთეთ გაჯეტი და ფრთხილად გაასუფთავეთ.
5. წებოვანი ლენტი კლავიატურის გასაწმენდად

კლავიატურის ზედაპირის მთელი ჭუჭყი მომენტალურად მიეკრობა წებოვან ლენტს.
6. გაჯეტების ეკრანის გაწმენდა მიკროფიბრით

ქაღალდის პირსახოცი კატეგორიულად დაუშვებელია გაჯეტების გასაწმენდად: მათ შეუძლია ეკრანის გაკაწვრა.
7. ყავის ფილტრები ეკრანის გასაწმენდად

ყავის ფილტრები იდეალურია გასაწმენდად სირბილის გამო, ასე რომ, ეკრანს გაკაწვრა არ ემუქრება.
8. გამოიყენეთ თვითნაკეთი ფირფიტა USB-პორტების გასაწმენდად

ფირფიტის დასამზადებლად საჭიროა: მყარი პატარა ჯოხი ან ფირფიტა, სუპერწებო, სინთეთიკური მასალა გასაწმენდად (ქლეთ-ლენტი - ”ლიპუჩკა”).
მიამაგრეთ ქლეთ-ლენტი ფირფიტაზე, წაუსვით წებო. როცა წებო გაშრება, გაწმინდეთ ყველა საჭირო კონტაქტები.
9. გაწმინდეთ ნოუთბუქი მტვერსასრუტით

შინაურ პირობებში ნოუთბუქის გაწმენდა უპირველეს ყოვლისა სავენტილაციო დარაბებს უნდა ეხებოდეს, რომლებიც კომპიუტერის ქვედა ნაწილშია. მათი გაწმენდის საუკეთესო საშუალება გახლავთ მტვერსასრუტი:
ჩართეთ ნოუთბუქი, დადგით გვერდულად, როგორც ფოტოზეა აღნიშნული. მტვერსასრუტის მილს მოხსენით თავი, ჩართეთ და მიუშვირეთ დარაბებს 2-3 წუთით.
10. კბილის ჩხირი დამტენის ბუდის გასაწმენდად

ყველაზე ხშირი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იტენება ტელეფონი, გახლავთ მისი ბუდის დაბინძურება. მის გასუფთავებაში ჩვეულებრივი კბილის ჩხირი დაგეხმარებათ. ყურადღება: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ლითონის საგნები!
11. გაწმინდეთ პლანშეტისა და ტელეფონის მინის ეკრანები ჩვეულებრივი ქაღალდით

გაღალდი მხოლოდ მინის ეკრანებისთვის გამოდგება. სხვა ზედაპირს ის უბრალოდ გაკაწრავს.
12. მოაცილეთ ნაკაწრი პოლიროლის მეშვეობით

პროცედურის დროს გამორთეთ სმარტფონი და დააწებეთ სკოჩი ყველა ღილაკებზე და ნასვრეტებზე. რბილ ხელსახოცზე დაასხით ცოტაოდენი საცხი და ფრთხილად წაუსვით ეკრანზე წრიული მოძრაობებით.