დაჟეჟილობის, ნაღრძობისა და დაჭიმულობის სამკურნალო საკმაოდ ეფექტური რეცეპტი!

დაჟეჟილობის, ნაღრძობისა და დაჭიმულობის სამკურნალო  საკმაოდ ეფექტური რეცეპტი!
დაჟეჟილობის, ნაღრძობისა და დაჭიმულობის დროს საკმაოდ ეფექტიანია ეს რეცეპტი:

ინგრედიენტები:
  • 1 ჭ ვაშლის ძმარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 წვეთი იოდი

მომზადების და გამოყენების წესი:
ბამბის ნაჭერი დაასველეთ ამ ხსნარში, მსუბუქად გაწურეთ, დაიფინეთ ნატკენ ადგილზე, ზევიდან დაიდეთ ყინულის ნატეხები, შემდეგ პოლიეთილენი დაიფინეთ და გადაიხვიეთ პირსახოცით, 10 - 15 წუთში კომპრესი მოიხსენით.
თუ პროცედურას რამდენჯერმე გაიმეორებთ, ნებისმიერი ტრავმა მალე მოგიშუშდებათ და ჩალურჯებებიც მალე გაქრება, თანაც არავითარი წამალი არ დაგჭირდებათ.
ვაშლის ძმრის მიღების შემდეგ პირში აუცილებლად გამოივლეთ წყალი, რადგან ძმარი კბილების მინანქარს აზიანებს.

ექიმის კომენტარი:
ვაშლის ძმრის სამკურნალო ეფექტი დიდწილად განპირობებულია მასში დიდი რაოდენობით კალიუმის შემცველობასთან. ორგანიზმში კალიუმისა და ნატრიუმის თანაფარდობას დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალური მუშაობისათვის. კალიუმი ანეიტრალებს ნატრიუმის მავნე გავლენას ორგანიზმზე და აწესრიგებს არტერიულ წნევას. ეს მინერალი ხელს უშლის სითხის შეკავებას ორგანიზმში და ამცირებს შეშუპებას.
გარდა ამისა, ვაშლის ძმარი შეიცავს A, E და B ჯგუფის ვიტამინებს, პექტინს და ამინომჟავებს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი