დაჟეჟილი და დალურჯებული ადგილების სწრაფად მოსაშორებელი საშუალებები

დაჟეჟილი და დალურჯებული ადგილების სწრაფად მოსაშორებელი საშუალებები
სწრაფად რომ დაიხსნათ თავი ამ მდგომარეობიდან, განსაკუთრებით ბავშვებში, მზად უნდა იქონიოთ მარტივი ნაერთი კომპრესებისათვის ყოველგვარი სახის დაჟეჟილობის დროს: პირშუშხას ფესვი უნდა გაატაროთ ხორცსაკეპში, დაასხათ არაყი ან სპირტი ნებისმიერი რაოდენობის და დახურული ჭურჭლით გააჩეროთ მაცივარში. ასეთი კომპრესი, მაშინვე გაკეთებული, თავიდან აგაცილებთ კანის სილურჯეს, მოგიხსნით ტკივილს, დააცხრობს სიმკვრივეს, მოახდენს დეზინფიცირებას, რაც კარგად გადააქვთ ბავშვებს.

  • კალანჰოე და ალოე - უებარი საშუალებაა დაჟეჟილობისათვის; მათი ნაყენი ბევრ დაავადებას არჩენს, მათ შორის , ტუბერკულოზსაც. რეცეპტი ასეთია:
    აიღეთ თანაბარი შეფარდებით ალოე ( 3-6 წლიანი ) და კალანჰოე, გაატარეთ ისინი ხორცსაკეპში იმდენი, რომ სამლიტრიანი მინის ქილა ნახევრამდე ამოივსოს. დაასხით სპირტი ( შეიძლება თვითნახადი არაყიც 70 o ) და თავდახურული ქილა მოათავსეთ ბნელ ადგილას 10-15 დღე. დროდადრო აუცილებლად შეანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ და დაუმატეთ ნახევარი ლიტრა ნატურალუფრი თაფლი, კარგად მოურიეთ და წამალიც მზად არის. ჩენჩოებს ნუ გადაყრით, გაიკეთეთ კომპრესები ნატკენ ხელებსა თუ ფეხებზე.
    ნაყენი უნდა სვათ თითო ს/კ მშიერ კუჭზე. შეგიძლიათ, უბრალოდ, ყლუპ-ყლუპად მიირთვათ.

  • ქათმის კვერცხი მრავალ დაავადებას კურნავს და მათ შორის ჭრილობებს, დალურჯებული და დაჟეჟილ კანსაც: გამოაცალკევეთ ცილა, წაუსვით დოლბანდს და შეიხვიეთ ნაჭრილობევი. ერთი დღის შემდეგ შეგიძლიათ დოლბანდის შეხსნა.

  • ვაშლის ძმარი შეიძლება გამოვიყენოთ არა მარტო გაცივების დროს ყელში გამოსავლებად, არამედ დაჟეჟილობისა და მყესის დაჭიმულობის დროსაც. ჯერ ერთი, ის ხსნის შეშუპებას და მეორეც- ჩინებული ტკივილგამაყუჩებელია. სამკურნალო რეცეპტი ამგვარია: ერთი ბოთლი ვაშლის ძმარი უნდა გავაცხელოთ ნებისმიერ მომინანქრებულ ჭურჭელში, მასში გავხსნათ 2 ჩ/კ მარილი და დავუმატოთ 4 წვეთი ჩვეულებრივი იოდი. ნარევს აგრილებენ და ასე შეიძლება მისი დიდი ხნით შენახვა. ტრავმის შემთხვევაში ხდება შეხვევა - ვიღებთ ბამბის ქსოვილის ხელსახოცს, ვასველებთ ამ ხსნარში, ოდნავ გავწურავთ, დავიდებთ დაზიანებულ ადგილას, ზემოდან კი დავიფარებთ შალის ქსოვილს. დაჭიმულობასთან ბრძოლის ასეთ საშუალებას ცნობილი სპორტმენებიც იყენებენ.


სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური