ჩისქეიქი ვაშლში

ჩისქეიქი ვაშლში
fpaparazzi ძალიან სასარგებლო და გემრიელი ჩისქეიქი ვაშლში, ძალიან მოეწონებათ ბავშვებს.

საჭირო მასალა:

  • დიდი ზომის ვაშლი- 4 ცალი
  • კვერცხის გული- 1 ცალი
  • ხაჭო- 150გ


მომზადების წესი:

1. ვაშლს მოაჭერით ზედა ნაწილი და კოვზით ფრთხილად ამოაცალეთ გული
2. ხაჭო აურიეთ კვერცხის გულში და მოათავსეთ ვაშლის გულში.
3. დაუმატეთ ოდნავ წყალი და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე 25 წუთით.
4. სანამ მიირთმევთ, შეგიძლიათ ზემოდან წაუსვათ იოგურტი.

გემრიელად მიირთვით.