პაწაწინა ყვავილი ტუჩსაცხში და ცვალებადი ფერი - ჩინური ბრენდის სენსაციური პროდუქტი
მთელი მსოფლიოს „მაკიაჟდამოკიდებულები“ აღტაცებულნი არიან ჩინური ბრენდის, Kailijumei-ს ახალი ტუჩსაცხით, რომელსაც ახალ საფეხურად მიიჩნევენ კოსმეტიკის ინდუსტრიაში.
ეს ტუჩსაცხები გამჭვირვალეა და შიგნით პაწაწინა ყვავილი „ზის“, მაგრამ ის უფერო არ გეგონოთ - თქვენი სხეულის ტემპერატურის მიხედვით, ტუჩზე სამი ფერიდან ერთ-ერთს მიიღებს, სამივე ვარდისფერის სხვადასხვა ელფერია.
ტუჩსაცხები ნატურალური ინგრედიენტებითაა დამზადებული და კარგად ატენიანებს ტუჩებს, შეიცავს კაკაოს ცხიმს, ზეითუნის ზეთსა და ლავანდის ზეთს.
ამ პროდუქტს ნამდვილად არ ახასიათებს ღრმა ფერი და სრული დაფარვა, მაგრამ ძალიან კარგად ასრულებს დამატენიანებელი ბალზამის ფუნქციას. ამას დაუმატეთ ლამაზი ელფერი და რაც მთავარია - მათი შეძენა თუნდაც მხოლოდ ამ ულამაზესი პაწაწინა ყვავილების გამო ღირს!