შემწვარი კარტოფილი ჩინურად - მზადდება მომენტალურად!

შემწვარი კარტოფილი ჩინურად - მზადდება მომენტალურად!
fpaparazzi შემწვარი კარტოფილის კიდევ ერთ, შესანიშნავ და ორიგინალურ ვერსიას გთავაზობთ! რაც მთავარია, გემრიელთან ერთად ძალიან მარტივი მოსამზადებელია!

საჭირო მასალა:
  • კარტოფილი 500 გ
  • წიწაკა ჩილი 4 ცალი
  • ნიორი 10 კბილი
  • ვაშლის ძმარი 3 ს/კ
  • ზეთი 100 მლ
  • მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. გაფცქვნილი კარტოფილი დაჭერით ასანთის ღერებად.
  2. ჩილი დაჭერით წრეებად, არ ამოაცალოთ თესლი.
  3. ნიორი დაჭერით მსხვილად.
  4. ღრმა ტაფაში გაახურეთ ზეთი და მაღალ ცეცხლზე მოხრაკეთ ჯერ ნიორი, შემდეგ ნახევარ წუთში დაუმატეთ კარტოფილი. თან ინტენსიურად ურიეთ!
  5. 3-4 წუთში ჩაასხით ძმარი და მოაყარეთ მარილი.
  6. შეწვით 40 წუთის განმავლობაში.
  7. დაუმატეთ ჩილი, ამოურიეთ და 1-2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან!

გემრიელად მიირთვით!