რამდენიმე რეცეპტი, რომლებიც თირკმელებში კენჭებისა და ქვიშის არსებობისას გამოგადგებათ.
გიგზავნით რეცეპტებს, რომელთა სიკეთე საკუთარ თავზე გამოვცადე. ეს რეცეპტები თირკმელებში კენჭებისა და ქვიშის არსებობისას გამოგადგებათ:
ექიმის კომენტარი:
ფარსმანდუკი შეიცავს ფლავონოიდებსა და ეთერზეთებს, რაც აჩქარებს ნაღვლის გამოყოფას და დიურეზს ( შარდის გამოყოფას ). ცდებმა აჩვენა, რომ ფარსმანდუკის პრეპარატები გულისცემას გააიშვიათებს და წნევის დაქვეითებასაც იწვევს.
წითელი მოცვის ფოთლები მდიდარია ფლავონოიდებით, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით. მოცვის ნაყენს აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი და ნივთიერებათა ცვლის მომაწესრიგებელი ეფექტი აქვს მარწყვის ფოთლების ნაყენს. შავი მოცხარი კი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ეთერზეთებით, ორგანული მჟავებით. მოცხარის ნაყენს იყენებენ კუჭ - ნაწლავის ტრაქტის, ანემიების, გულის რიტმის დარღვევის, ათეროსკლეროზის, ინფექციური დაავადებების, გლომერულონეფრიტის დროს. მოცხარის ნაყოფთან ერთად გამოიყენება ფოთლების ნაყენი, როგორც შარდმდენი და ოფმლდენი საშუალება.
მკითხველის წერილში მოყვანილ ნაყენთა კომბინაციას ექნება ძლიერი შარდმდენი ეფექტი და სწორედ ამას უკავშირდება მათი გამოყენება შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ დიდი ზომის კენჭები გაქვთ, გართულებათა თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე გმართებთ.
- 1 ს/კ დანამცეცებულ ფარსმანდუკს ( მელისკუდა ) დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და თავდახურული დადგით 1 საათი. შემდეგ დალიეთ 1/3 ჭიქა 3 - ჯერ დღეში ( მნიშვნელობა არ აქვს, ჭამის შემდეგ თუ ჭამამდე ).
- 1 ს/კ დანამცეცებულ წითელი მოცვის ფოთლებს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დადგით 1 საათი.
- ასევე მოამზადეთ ცალ - ცალკე მარწყვის ფოთლების, შავი მოცხარის ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი. 1 ს/კ მოცხარის ნაყოფი და ფოთლები დაჭყლიტეთ, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და დადგით თავდახურული 15 წუთით.
სამივე ნაყენი ერთმანეთში შეურიეთ და დალიეთ თითო ჭიქა ფარსმანდუკის ნაყენის მიღებისთანავე. დანარჩენი კი მიიღეთ მცირე ულუფებით დღის განმავლობაში.
ასე ვმკურნალობთ 10 დღის მანძილზე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება ორკვირიანი დასვენების შემდეგ, მაგრამ ჩემთვის ერთი კურსიც საკმარისი აღმოჩნდა. მკურნალობის მესამე დღეს დამეწყო მცირე ზომის კენჭებისა და ქვიშის გამოსვლა შარდთან ერთად. შარდვისას ვგრზნობდიასატან ტკივილს და წვას. თუ ვინმე გადაწყვეტს ამ რეცეპტების გამოყენებას, მინდა ვურჩიო, რომ დღის განმავლობაში ნაყენების გარდა უნდა დალიოს 2 ლიტრი სითხე.