ვერხვი ამაგრებს საშარდე ბუშტს! რუსი მკურნალები გირჩევენ!
შარდის შეუკავებლობა მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს უნებლიეთ გამოეყოფა შარდი. ეს ნეგატიურად აისახება მისი საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროზე, აუარესებს სოციალურ, საყოფაცხოვრებო, პროფესიულ და ოჯახურ ადაპტაციას, არსებითად ცვლის ცხოვრების ხარისხს. შარდის შეუკავებლობა ფართო სამედიცინო პრობლემაა. მისი მოგვარება ხშირად რამდენიმე სპეციალისტის: უროლოგის, გინეკოლოგისა და ნევროლოგის, - ერთობლივ ძალისხმევას გულისხმობს. შარდის შეუკავებლობა დამოუკიდებელი დაავადება არ არის - ის სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის გამოვლინებაა.
- ვერხვი ამაგრებს საშარდე ბუშტს
საკმარისია ვერხვის 20 გრ ქერქი ან ფოთლები, რასაც უნდა დაასხათ 1 ჭიქა ანადუღარი წყალი და ადუღოთ 7 - 10 წთ; შეფუთნოთ და დააყენოთ ნახევარი სთ. შემდეგ გაწუროთ და მიიღოთ სამ - სამი ს/კ დღეში 3 - ჯერ ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. უშველის იმათაც, ვინც იტანჯება მწვავე და ქრონიკული ცისტიტისაგან. - შარდის შეუკავებლობის ყველაზე საიმედო საშუალებად რუს სახალხო მკურნალებს უხსოვარი დროიდან მიაჩნდათ ორი ბალახის: კრაზანასი და ასისთავას ნარევი. ისინი თანაბრად უნდა შეურიოთ ერთმანეთში, 1 ჩ/კ ნარევი მოადუღოთ და სვათ როგორც ჩაი.
- 3 წლამდე ბავშვებს ღამით მიეცით 1 ჩ/კ თაფლი, 3 - დან 5 - წლამდე - დესერტის კოვზით, ხოლო 5 - დან 7 - წლამდე - 1 ს/კ. თაფლი ღამით უნდა გამოიყენოთ , არაფერი დააყოლებინოთ და მაშინათვე ჩააწვინოთ საწოლში.