სხეულის 5 არე სადაც გამორწყვა, გამოდევნა, ჩხვლეტა კატეგორიულად იკრძალება!

სხეულის 5 არე სადაც გამორწყვა, გამოდევნა, ჩხვლეტა კატეგორიულად იკრძალება!
უამრავ ადამიანს ახასიათებს საკუთარი სხეულის სრულყოფილებაში მოყვანის სურვილი: იქ რაიმეს ამოიქნის, აქაც ამოირწყავს და ა.შ. მაგრამ ყველასათვის ცნობილია, რომ მუწუკების ამორწყვა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ არის კიდევ ადგილები, რომლებსაც უმჯობესია შევეშვათ.

1. ჭაღარა თმა



ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები გვაფრთხილებდნენ: თუ ერთ ჭაღარას ამოიპუტავ, მის ნაცვლად 10 ახალი ამოვა. ეს, რა თქმა უნდა, მითია, მაგრამ მაინც არის მიზეზი, რომ ასე არ მოვიქცეთ. როდესაც თმას იპუტავთ, ზიანს აყენებთ თმის ფოლიკულას, მმის ადგილას ჩნდება ნაწიბური და იქ უკვე არც ჭაღარა და არც ნორმალური თმა არ ამოვა.

2. ხიწვი

კანის ერთ პაწაწინა მონაკვეთსაც შეუძლია დიდი პრობლემების შექმნა. ნუ მოიკვნიტავთ და მოიგლეჯთ ხიწვებს, რათა ინფექციის შეჭრას არიდოთ თავი. ფრთხილად მოიჭერით ზედმეტი კანი სტერილური მანიკურის მაკრატლით.

3. შავი წერტილები



ყველას სურს უსიამოვნო შავი წერტილებისგან გათავისუფლება. მაგრამ ჩვენი ჯანმრთელობისთვის უმჯობესია, დამოუკიდებლად არ მოვიმოქმედოთ არაფერი. ამგვარად მგრძნობიარე კანს ტრავმას მივაყენებთ, მასზე ნაწიბურები დარჩება და ინფექცია შეიჭრება. მიმართეთ კოსმეტოლოგს, რომელიც უსაფრთხოდ მოგაცილებთ ამ პრობლემას.

4. წყალმანკი

უმეტეს შემთხვევაში წყალმანკი თავისთავად ქრება და მის მფლობელს არ ავნებს. მაგრამ თუკი ის უხერხულ ადგილასაა განლაგებული და სიარულის დროს ხელს გიშლით, შესაძლოა მისი გახვრეტა გახდეს საჭირო. მაგრამ ეს სწორად უნდა გააკეთოთ. დაიბანეთ ფეხები, მოახდინეთ წყალმანკისა და ნემსის დეზინფიცირება და მხოლოდ ამის მერე გახვრიტეთ.

5. კოღოს ნაკბენი


სხეულის 5 არე სადაც გამორწყვა, გამოდევნა, ჩხვლეტა კატეგორიულად იკრძალება!

დიახ, ნაკბენი შეიძლება ისე გექავებოდეთ, რომ არც დაგაძინოთ. მაგრამ დაიოკეთ ხელები. პატარა ნაკაწრებშიც კი შეიძლება ინფექცია შეგეჭრათ. უმჯობეია ნაკბენი დაიმუშავოთ ლოსიონით ან მიიდოთ ყინული.