აი, თურმე რატომ აშენებდნენ ძველ სახლებში ფანჯარას სველ წერტილსა და სამზარეულოს შორის

აი, თურმე რატომ აშენებდნენ ძველ სახლებში ფანჯარას სველ წერტილსა და სამზარეულოს შორის
თანამედროვე ბინებში უკვე ვერ შეხვდებით სააბაზანოს ფანჯარას, ძველ სახლებში კი ეს აუცილებელი იყო. მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რატომ.

არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, სახლებში წყალს გაზის გამათბობელით აცხელებდნენ და სამშენებლო ნორმებით იყო მსგავსი ფანჯრები გათვალისწინებული. ცეცხლის გაჩენის ან აფეთქების შემთხვევაში ფანჯარა კედელს დანგრევისგან დაიცავდა.

აი, თურმე რატომ აშენებდნენ ძველ სახლებში ფანჯარას სველ წერტილსა და სამზარეულოს შორის

სრულიად არგუმენტირებული ვერსიაა, თუმცა, გაზის გამათბობლები მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს გამოჩნდა, ფანჯრები კი მეფის დროსაც იყო. მიხეილ ბულგაკოვის კი აღწერდა თავის წიგნში ”ძაღლის გული”, თუ როგორ ესაუბრებოდა შარიკოვი პროფესორს დატბორილი სააბაზანოს ფანჯრიდან.



ირკვევა, რომ ფანჯარას რამდენიმე ფუნქცია ჰქონდა. პირველი და უმთავრესი - შუქის ეკონომია. ელექტროენერგიის წარმოშობამდე უნდა დაგენთო სანთელი ან ნავთის ლამპა, ასეთი ფანჯარა კი შუქის წყაროს წარმოადგენდა.



ასევე, ამ ფანჯრების მეშვეობით ხორციელდებოდა ვენტილაცია. სინესტე რომ არ დაგროვილიყო, ფანჯრებს აღებდნენ და ოთახებს ანიავებდნენ.
და კიდევ, თუ სააბაზანოში ვინმე ცუდად გახდებოდა ან კარი ჩაეკეტებოდა, ამ ფანჯრიდან შეძრომა და დახმარება იყო შესაძლებელი.



აი რატომ აშენებდნენ ამ ფანჯრებს სააბაზანოსა და სამზარეულოს შორის. ერთის მხრივ კარგია, რომ ახლა ასეთებს არ აკეთებენ და ბინის იერსახე არ ფუჭდება, მაგრამ თუკი საკეტი ფუჭდება, უნდა გამოანგრიო კარი. ასე რომ, გასულ საუკუნეებში ადამიანებმა იცოდნენ, რა იყო სწორი და მათი იდეები არც თუ ისე ცუდი იყო.