9 რამ, რაც არასდროს უნდა გაუკეთოთ თქვენს მკერდს

9 რამ, რაც არასდროს უნდა გაუკეთოთ თქვენს მკერდს
მკერდის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის, თუმცა ხშირად ვუშვებთ ისეთ შეცდომებს, რომლებიც მკერდს აზიანებს.

აი, ისინიც:
  1. ბიუსტჰალტერი, რომელიც არ არის თქვენი ზომის



    4 ქალიდან მხოლოდ 1 თუ იცვამს ზუსტად თავისი ზომის ბიუსტჰალტერს, უმეტესად ოდნავ პატარას იცვამენ ხოლმე, რაც უფრო სექსუალურად ითვლება, თუმცა ამან შეიძლება სისხლის მიმოქცევა გაართულოს, ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოქნას და საბოლოო ჯამში კიბო გამოწვიოს.

  2. დვრილის გარშემო თმის ღერების პინცეტით ამოპუტვა



    თითოეული ღერის ამოპუტვისას ბუნებრივად ნაზი კანი უხეშდება და ხშირ შემთხვევაში პატარა ანთებით კერებს და უფრო მეტი თმის ზრდას იწვევს.

  3. ზედმეტი სრესა
    9 რამ, რაც არასდროს უნდა გაუკეთოთ თქვენს მკერდს

    გასაგებია, რომ ზოგიერთ ქალს სიამოვნებს, როცა პარტნიორი მკერდზე კბენს ინტიმისას, მაგრამ ისევე, როგორც პატარა ბიუსტჰალტერის შემთხვევაში, აქაც მოსალოდნელია ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნა და პოტენციურად არასასიამოვნო შედეგების მიღება. ამიტომ ძალიანაც ნუ გაერთობით.

  4. დვრილის პირსინგი


    სხეულის ნებისმიერ ნაწილზე პირსინგი შეიცავს ინფექციის შეტანის რისკს, მაგრამ ვინაიდან დვრილი ძალიან ახლოსაა ლიმფურ სისტემასთან, მისი ინფიცირების შემთხვევაში ბაქტერია უსწრაფესად გავრცელდება სისხლის ნაკადით.

  5. სიგარეტის მოწევა


    სიგარეტის კვამლის შესუნთქვით მხოლოდ თქვენი ფილტვები არ ზიანდება. მავნე ნივთიერებები აღწევენ კანში, ანადგურებენ ელასტინს და სწორედ ამიტომ აქვს მწეველ ხალხს მოდუნებული კანი.

  6. ბიუსტჰალტერის გარეშე სირბილი/ვარჯიში

    ეს ჯერ ერთი, მტკივნეულია, მეორეც - ყველაზე მკვრივი ან პატარა მკერდის შემთხვევაშიც კი საშიშია, რადგან ხელს უწყობს ნაწიბუროვანი ქსოვილის ჩამოყალიბებას.

  7. მუცელზე ძილი



    დროთა განმავლობაში მუდმივი ზეწოლის შედეგად შეიძლება მკერდმა ფორმა იცვალოს. ეცადეთ, გვერდულად იძინოთ.

  8. კანის გამოშრობა



    მკერდზე კანი უაღრესად თხელი და სათუთია, ამიტომ მარტივად შეიძლება ელასტიურობა დაკარგოს და აიქერცლოს. აუცილებელია მკერდის კანის რეგულარული დატენიანება, ასევე მზისგან დამცავი საშუალებების წასმა.

  9. არათანაბარი ზომის გამო წუხილი



    შეიძლება ძალიან გაწუხებდეთ ის ფაქტი, რომ თქვენი მკერდი სხვადასხვა ზომისაა. სტატისტიკურად დადგენილია, რომ ქალების უმეტესობას ერთი მკერდი (ძირითადად, მარჯვენა) ოდნავ უფრო დიდი აქვს, ვიდრე მეორე. ამიტომ მაინცდამაინც ქირურგთან ნუ გაიქცევით მკერდის კორექტირებისთვის. ეს ბუნებრივია.