10 სასარგებლო ხრიკი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გიხსნით. უთხარით ”არა” სირთულეებს!

გაიგეთ ყოველდღე რაიმე ახალი და უფრო მაღალ ხარისხში აიყვანეთ თქვენი ცხოვრება. რამდენჯერ გვხვდება სიტუაცია ყოველდღიურობაში, როცა პატარა უსიამოვნებები ცხოვრებას გვირთულებს. გადაწყვიტეთ ნებისმიერი პრობლემა მარტივად და მოხერხებულად, უსმინეთ ბრძნულ რჩევებს. აი ზოგიერთი მათგანი - წაიკითხეთ, დაათვალიერეთ სურათები და დაიმახსოვრეთ.
ხრიკები ნებისმიერი შემთხვევისთვის
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რჩევები? აუცილებლად გაუზიარეთ ისინი მეგობრებს!
ხრიკები ნებისმიერი შემთხვევისთვის
- გასაღების ჩვეულებრივი რგოლი დაგეხმარებათ, როცა ვერ იკრავთ ელვას.
- ღვინის გაცივება შესაძლებელია გაყინული ყურძნის მარცვლებით. ახლა გამდნარი ყინული არ გააფუჭებს გემოს.
- ჭიქის მეშვეობით ახლა უკვე თავისუფლად მოათავსებთ 2 თეფშს მიკროტალღურ ღუმელში.
- კედელზე მისამაგრი ადგილის ზუსტად განსაზღვრისთვის გადაუღეთ იმ ნივთის უკანა მხარეს ფოტო, რომლის მიმაგრებასაც აპირებთ.
- ჩაის ნახმარი პაკეტი გააქრობს ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს.
- თუ ლურჯ შიგთავსს წითელ კალამში მოვათავსებთ, მას არ აგაცლია. წითელ კალამს არავინ იპარავს.
- დააფინეთ ძველი გაზეთი სანაგვის ყუთის ფსკერზე - ეს დაგიცავთ უსიამოვნო წვეთებისგან.
- გააცხელეთ საჭმელი მიკროტალღურ ღუმელში რგოლის ფორმის მსგავსად - ამგვარად იგი თანაბრად გაცხელდება.
- ლუდის სწრაფი გაცივება: შეახვიეთ ბოთლი ქაღალდის სველ პირსახოცში და ჩადგით საყინულეში. 2 წუთში სასმელი გაცივდება.
- პიცის გაცხელებისას, დადგით გვერდით ჭიქა წყალი - პიცა ახალგამომცხვარივით გემრიელი იქნება.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რჩევები? აუცილებლად გაუზიარეთ ისინი მეგობრებს!