ტანსაცმლისა და აქსესუარების მოვლის 12 ხრიკი, რომელიც თითოეულ ქალს გამოადგება
ყველა ქალს გააჩნია გამორჩეულად საყვარელი ტანსაცმელი და აქსესუარები. მათთან დამშვიდობება განსაკუთრებით საწყენია, თუ ეს დაზიანების გამო ხდება. საბედნიეროდ, არსებობს საყვარელი ნივთების სიცოცხლის გახანგრძლივების მეთოდები, რომლებზეც დღეს მოგითხრობთ.
- როგორ მოვაცილოთ ჩანთას ლაქა? თუ თქვენი საყვარელი ტყავის ჩანთა დალაქავდა, გამოიყენეთ ცივი წყლისა და ძმრის ხსნარი, მოასხურეთ ლაქას და შემდეგ ჩვრით გაწმინდეთ.
- როგორ ვერიდოთ ქურთუკზე ნაკეცებს? თუ სეზონის დასრულების შემდეგ დადგა დრო, ქურთუკი კარადაში შეინახოთ, ნაკეცები რომ არ გაუჩნდეს, ამოატრიალეთ და შემდეგ დაკეცეთ როგორც მოგესურვებათ.
- როგორ გავრეცხოთ ქაშმირის სვიტერები? გამოიყენეთ საბავშვო შამპუნი!
- როგორ მოვაცილოთ სპორტულ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი? ჩაყარეთ ფეხსაცმელში საკვები სოდა, 30 წუთში კი დაფერთხეთ.
- როგორ ავირიდოთ ოფლის ყვითელი ლაქები? ჩაასხით პულვერიზატორში ლიმონის წვენი და მოასხურეთ ნივთს გარეცხვამდე.
- როგორ ავირიდოთ ოფლის ყვითელი ლაქები? ჩაასხით პულვერიზატორში ლიმონის წვენი და მოასხურეთ ნივთს გარეცხვამდე.
- როგორ დავიცვათ ფეხსაცმლის ლანჩები გახევისგან? მოასხით თმის ლაქი!
- როგორ მოვაცილოთ ტყავის შარვალს ლაქები? მოაყარეთ ლაქაზე საბავშვო ტალკი.
- როგორ გავაუმჯობესოთ ტანსაცმლის ელვის მუშაობა? წაუსვით მას ცვილი ან ვაზელინი.
- რა მოვიმოქმედოთ, რომ ტანსაცმლის ღილაკები არ იხსნებოდეს? კვლავ ფრჩხილის უფერული ლაქი დაგეხმარებათ, რომელსაც ღილაკს წაუსვამთ.
- როგორ მოვაცილოთ ჭუჭყი ნაჭრის ფეხსაცმელს? მოამზადეთ სოდისა და სარეცხი საშუალების ნარევი, წაუსვით მასა ჯაგრისით და გახეხეთ ფეხსაცმელი.
- როგორ მოვაცილოთ ტანსაცმელს დეოდორანტის კვალი? დაგეხმარებათ საკვები სოდის, წყალბადის პეროქსიდისა და წყლის ნაზავი.