შოკოლადის ნიღაბი - ნუგბარი თქვენი კანისთვის
ამ ნიღაბს ისეთი საოცარი სურნელი აქვს, ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ შემოგეჭამოთ. თუმცა სურნელების გარდა, ის არაჩვეულებრივად მუსობს თქვენს კანზე - არბილებს და აბზინებს მას. ჩამობანისას შეგიძლიათ დაიზილოთ კანი, ნიღაბში შემავალი შვრიის ნაწილაკები სკრაბის ეფექტს მოახდენს. ქოქოსის რძე დაატენიანებს კანს, კაკაოს ფხვნილი კი ფორებს ავიწროვებს და სავსეა ანტიოქსიდანტებით.
რა დაგჭირდებათ:
½ ჭიქა ქოქოსის რძე
1 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
1/3 ჭიქა დაფქული შვრია
1 სუფრის კოვზი თაფლი
დაფქვით შვრიის ფანტელები წმინდად. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ. წაისვით სუფთა სახეზე და დაიტოვეთ 10-15 წუთით. ჩამობანისას თითების წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ კანი.
რა დაგჭირდებათ:
დაფქვით შვრიის ფანტელები წმინდად. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ. წაისვით სუფთა სახეზე და დაიტოვეთ 10-15 წუთით. ჩამობანისას თითების წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ კანი.