„აბაზანის ბომბი“ ვარდის ფურცლებით
ვარდების მირთმევა კვლავაც რომანტიკულ ჟესტად ითვლება და ამ რეცეპტის წყალობით, შეგიძლიათ დამატებითი რომანტიკული დანიშნულებაც შესძინოთ.
რა დაგჭირდებათ:
4 სუფრის კოვზი სოდა
2 სუფრის კოვზი ინგლისური მარილი
2 სუფრის კოვზი ლიმონმჟავა
2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
½ ჩაის კოვზი გამდნარი ქოქოსის ზეთი
1 ჩაის კოვზი წყალი
½ ჩაის კოვზი ვარდის ეთერზეთი (ან ნებისმიერი სხვა ეთერზეთი)
ვარდის ფურცლები
„კალათების“ საცხობი ფორმები
ერთმანეთში შეურიეთ სოდა, ინგლისური მარილი, ლიმონმჟავა და სახამებელი. მეორე ჭურჭელში კი მოათავსეთ ქოქოსის ზეთი, წყალი და ეთერზეთები და აურიეთ. ნარევი ნელ-ნელა დაამატეთ მშრალ მასას და კარგად ურიეთ. ხელით სცადეთ მასის დაგუნდავება და დარწმუნდით, რომ ინგრედიენტები კარგად ეკვრის ერთმანეთს.
საცხობ ფორმებში ჩააწყვეთ ვარდის ფურცლები (ფურცლები აუციელებლად სრულიად მშრალი უნდა იყოს). შემდეგ ჩაუმატეთ მომზადებული მასა და რამდენიმე საათი გააშრეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ მოიწყოთ რელაქსაციის სპა-საღამო!