ფრანგი ქალების სილამაზის 5 საიდუმლო
ფრანგი ქალების ბუნებრივი ”დაუდევარი’ იერსახე ყველასათვის შესაშურია. გეჩვენება, თითქოსდა საამისოდ არავითარი ძალისხმევა საჭირო არ არის, მაგრამ მათგან ნამდვილად ღირს რაიმე ახლის სწავლა. არომატული აბაზანები, ზეთები და ნაკლები ქიმია დაგეხმარებათ. თუ ფრანგი ქალების მომხიბვლელობის საიდუმლოს გაგება გსურთ, წაიკითხეთ ჩვენი სტატია.
1. ნაკლებად დაიბანეთ სახე წყლით
ვიყოთ გულწრფელები: ჩვენი ონკანებიდან ახალგაზრდობის ჩანჩქერი ნამდვილად არ მოედინება. ასეთი წყალი ძალიან აშრობს და აღიზიანებს კანს. ფრანგი კოსმეტოლოგები ურჩევენ თერმული წყლის გამოყენებას.
2. ფრჩხილების ლაქი ჩაანაცვლეთ მოსავლელი საშუალებით
შელაკისა და ლაქების ნაცვლად ყოველდღე წაისვით ჟასმინისა და ლიმონის ზეთი. ლიმონი წმენდს და ადეზინფიცირებს, ზეთი კი არბილებს ფრჩხილებს და მბზინვარებას სძენს მათ.
3. გაუფრთხილდით თმას
საფრანგეთში გოგონებმა იციან, რომ თმის უთოები და ფენი მათი საუკეთესო მეგობრები არ არიან. რეგულარულად გამოიყენეთ ნიღბები, გადაყარეთ პლასტმასის სავარცხლები, და თუ მშრალი თმა გაქვთ, ყოველი დაბანის შემდეგ წაისვით რამდენიმე წვეთი ზეთი.
4. იპოვეთ თქვენი პომადის ფერი
ალბათ, თქვენი კოსმეტიკის ჩანთა სავსეა სხვადასხვა პომადებით. ზოგიერთი მათგანი გიხდებათ, ზოგი ძალიან მკვეთრია, ზოგი კი უბრალოდ მოგბეზრდათ. ამიტომ დაისახეთ მიზნად და იპოვეთ ორი იდეალური პომადა: ნიუდი - კანის ბუნებრივ ფერთან მიახლოვებული და წითელი ”გამოსასვლელად”.
5. მიიღეთ მომადუნებელი აბაზანები
ფრანგ ქალებს უყვართ აბაზანის მიღება, მაგრან ქაფის ნაცვლად გამხმარ წყალმცენარეებს, მარილებსა და ეთერზეთებს ამატებენ წყალში. გარდა ამისა, პროცესის დროს შეგიძლიათ თმის მკვებავი ნიღაბი წაისვათ ან ახალი სკრაბი მოსინჯოთ.