კუჭ-ნაწლავის სკრაბი: ჯანსაღი გარეგნობა და დაკარგული კილოგრამები!

კუჭ-ნაწლავის სკრაბი: ჯანსაღი გარეგნობა და დაკარგული კილოგრამები!
პერიოდულად კუჭ-ნაწლავის წმენდა ტოქსინებისა და შლაკებისაგან აუცილებელი პროცესია. ხშირად კუჭ-ნაწლავის პრობლემა, ადამინის წონასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც უკავშირდება.

ასე რომ მათ ვისაც სურს იყვნენ გამხდრები და ჯანსაღად გამოიყურებოდნენ, ვურჩევთ ნუ დაიზარებენ და გამოსცადონ ქვემოთ მოცემული რეცეპტი. მისი მომზადება ძალიან მარტივია და ყველაზე ზარმაც ადამიანსაც კი გაუადვილდება!

კუჭ-ნაწლავის სიჯანსაღისათვის აუცილებელი არ არის ყოველ დილას ყავით და მანდარინით ისაუზმოთ!

ერთი თვის მანძილზე მოგიწევთ ამ სასარგებლო სკრაბის მოხმარება, რათა შედეგი მიიღოთ. საბოლოოდ კი არა მარტო სარკეში დაინახავთ, არამედ შინაგან ეფექტსაც კარგად იგრძნობთ! ყველაფერთან ერთად, შეგეცვლებათ სახის ფერი, თმის და ფრჩხილების ხარისხი და რაც მთავარია მუცელსაც ფორმა მიეცემა!

ინგრედიენტები:
  • 5 სუფრის კოვზი გერკულესის ფანტელები;
  • 5 სუფრის კოვზი წყალი;
  • 1 სუფრის კოვზი რძე;
  • 1 ჩაის კოვზი ნაღები;
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • 5 ცალი ნიგვზიზ ლებანი;

5 სუფრის კოვზ გერკულესის ფანტელებს დაასხით 5 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი და დატოვეთ მთელი ღამის მანძილზე. (შეგიძლიათ დილას 15-20 წუთის მანძილზეც თუ ღამე დაგავიწყდათ მისი მომზადება). დილას კი ამატებთ რძეს ან ნაღებს, თაფლს და ნიგვზის ლებნებს. მიღებულ მასას ერთმმანეთში კარგად აურევთ და მიიღებთ უზმოზე, ისე რომ სამი საათის მანძილძე აღარაფერს მიაყოლებთ - არც ჩაის და არც ყავას!