ღაბაბის მოცილება ნატურალური მეთოდებით
ღაბაბის წარმოქმნას სხვადასხვა ფაქტორი იწვევს. წონის მატება და ჭარბწონიანობა მხოლოდ ორი მათგანია, მათ გარდა ამ პრობლემის გამომწვევი ფაქტორები შეიძლება იყოს ასაკი, გენეტიკა, ძვლის სტრუქტურა, წონის კლება და სახის მიმიკები.
ქირურგიული ჩარევით ღაბაბის მოცილება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ნატურალურ ხერხს ამ პრობლემასთან საბრძოლველად:
ერთ-ერთი საშუალება ე ვიტამინის გაზრდილი დოზაა. მისი მიღება შეგიძლიათ საკვების მეშვეობით (მწვანე, ფოთლოვანი მცენარეები და ბოსტნეული, ღვიძლი და მიწისთხილი). ასევე შეგიძლიათ საკვები დანამატები გამოიყენოთ. გავრცელებული პრაქტიკაა ზეთოვანი ე ვიტამინის შეზელვა შესაბამის ზონაზე, რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კანს ამკვრივებს.
კაკაოს კარაქი
დღეში ორჯერ გამდნარი კაკაოს კარაქის შეზელვა ღაბაბის კანზე მას ელასტიურობას შესძენს.
კვერცხის ცილა
შეგიძლიათ სცადოთ კვერცხის ცილის ნიღაბი. კვერცხის ცილა კანს ამკვრივებს და ავიწროვებს. 2 კვერცხის ცილას შეურიეთ 1 სუფრის კოვზი (15მლ) რძე, 1 სუფრის კოვზი (15მლ) თაფლი, 1 სუფრის კოვზი (15მლ) ლიმონის წვენი და რამდენიმე წვეთი პიტნის ეთერზეთი. წაისვით ნიღაბი ჯერ შუბლზე და ჩამოჰყევით ქვემოთ, ღაბაბამდე.
ნესვისა და ვაშლის წვენი
ნესვისა და ვაშლის წვენი კარგი მატონიზირებელი საშუალებაა და ამკვრივებს კანს. ბამბის ბურთით წაისვით წვენი ღაბაბის და ნიკაპის ზონაზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით.
მწვანე ჩაი
ვინაიდან ღაბაბის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ჭარბი წონაა, სპეციალისტები გვირჩევენ, დღის განმავლობაში დავლიოთ რამდენიმე ფინჯანი მწვანე ჩაი, რათა დავაჩქაროთ მეტაბოლიზმი და ხელი შევუწყოთ წონის კლებას.
რძის მასაჟი
რძე ამკვრივებს და ატონიზირებს ნიკაპის გარშემო კანს, ამიტომ რეკომენდებულია მასაჟისებური მოძრაობებით დღეში რამდენჯერმე შევიზილოთ რძე შესაბამის ზონაზე.
ქირურგიული ჩარევით ღაბაბის მოცილება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ნატურალურ ხერხს ამ პრობლემასთან საბრძოლველად:
- ე ვიტამინი