როგორ ამოვიცნოთ ქალბატონები მაკიაჟის მიხედვით

როგორ ამოვიცნოთ ქალბატონები მაკიაჟის მიხედვით
გაგიკვირდებათ, მაგრამ მაკიაჟი თქვენდა უნებურად გამოხატავს თქვენს გრძნობებს, ფიქრებს და დამოკიდებულებას გარესამყაროსადმი. არ გამოვრიცხავთ, რომ მაკიაჟი თანამედროვე ქალბატონების ხელში ჯადოსნური ჯოხის ფუნქციას ასრულებს, რომლის საშუალებითაც ფარავენ მას, რისი გამოჩენაც არ სურთ, ანუ საკუთარ თავს ხატავენ ისეთს, როგორსაც ისურვებდნენ რომ ყოფილიყვნენ.
  1. კლასიკური მაკიაჟი: თვალის ზემოთ კონტური (სტრელკები)+ტუჩის საცხი ბუნებრივ ტონალობებში

    როგორ ამოვიცნოთ ქალბატონები მაკიაჟის მიხედვით

    ამგვარი მაკიაჟი მეტყველებს ქალბატონის კონსერვატულობაზე. ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას, წესრიგიანობასა და პუნქტუალურობას. ყოველთვის ახსოვთ მიცემული პირობა და აუცილებლად ასრულებენ მას. ყველაზე მეტად ასეთი ქალბატონები ზომიერი ცხოვრებისეული რიტმით ცხოვრობენ და უპირატესობას სტაბილურობას ანიჭებენ.

  2. მკვეთრი ლაქა: გამოკვეთილი წარბები + ლოყის ჩრდილი + ტუჩის საცხი არასტანდარტულ ფერებში



    ასეთი ქალბატონები ლიდერობით გამოირჩევიან, არიან ამბიციურები და ზომაზე მეტად დარწმუნებულნი თავინთ თავში. ყველაზე მეტად ვერ იტანენ ჩრდილში ყოფნას და შეუმჩნევლობას. ამაში კი მათი გაგება რთული არაა: როდესაც მიზანი დასახულია, შეუმჩნევლად ყოფნა ძალიან რთული ასატანია.

  3. ეკლექტიკური: მუქი ფერის ტუჩის საცხი + წამწამები



    ასეთი ტიპის ქალები კატეგორიულები და პრინციპულები არიან! თუ უყვართ, უყვართ სიცოცხლის ბოლომდე. თუ სძულთ, სძულთ იგივე ნაირად. ცხოვრებაში სიამოვნებით ირგებენ საბედისწერო ლამაზმანის როლს და გზიდან იშორებენ ყველას, ვინც მათი გულლისტკენას ცდილობენ ისე, რომ აღარაფრის შანსს არ უტოვებენ. ასეთი ტიპის ქალბატონებს უმჯობესია მოერიდოთ და მათთან ურთიერთობისას ზღვარს არ გადასცდეთ.

  4. ბუნებრივი: ყველაფერი მინიმუმამდეა დაყვანილი



    ასეთი ტიპაჟებისათვის მაკიაჟი არის მხოლოდ ხაზის გასმა იმაზე, რაც მათ გარეგნობას ბუნებრივად დაჰყვა. არ უყვართ საკუთარი სახის დამალვა, თუმცა ყოველთვის ცდილობენ უკეთესად გამოიყურებდნენ. არ უყვართ ყველასთან გულის გადაშლა და არც მარტივად ენდობიან სხვებს. თანამოსაუბრეს ყოველთვის კარგად აკვირდებიან, ცდილობენ მათ ბოლომდე გაშიფვრას და მხოლოდ ამის შემდეგ აგრძელებენ ურთიერთობას. ასეთი ქალბატონები აღწევენ წარმატებას იქ სადაც ბევრი კრახს განიცდის და ეს იმიტომ, რომ მათ იციან ლოდინი.

  5. სრული გარდასახვა: დაბინდული თვალები + ტუჩის კონტური + ტუჩის საცხი



    გარშემომყოფთათვის ასეთი ტიპის ქალბატონები უხეშ ლამაზმანად აღიქმებიან, მაგრამ ეს მხოლოდ უცხო ხალხის მცდარი აზრია: ეს ქალბატონები ზომაზე მეტად მგრძნობიარენი და ადვილად შეიძება მათი გულისტკენაც. ამ ქალბატონების სენტიმენტალურობა და გულუბრყვილობა მხოლოდ საკუთარი ახლობლებისთვისაა ცნობილი.