არითმიის სამკურნალოდ ისარგებლეთ ვანგას რჩევით!
არითმია ნიშნავს გულის მოქმედების ნორმალური რიტმის დარღვევას. არითმიის სახესხვაობაა: ტაქიკარდია - როცა გული გახშირებული რიტმით მუშაობს და ბრადიკარდია - როცა გულისცემა შენელებულია. გულს რომ ნორმალური რიტმი დაუბრუნოთ, მკურნალობა კვებიდან უნდა დაიწყოთ, უარი თქვათ ყოველგვარ ცხიმეულზე, არაჟანსა და კვერცხზე, ყავაზე, ცხარე სანელებლიან და მარილიან საჭმელებზე.
სამკურნალო ბალახებიდან გთავაზობთ უბრალო და ხელმისაწვდომ რეცეპტს:
სამკურნალო ბალახებიდან გთავაზობთ უბრალო და ხელმისაწვდომ რეცეპტს:
- ქვაბში ჩაასხით ლიტრის მეოთხედი წყალი, წამოადუღეთ. როდესაც წყალი ადუღდება, ცეცხლი გაანელეთ და ქვაბში ჩაყარეთ 1 ჩ/კ ყვითელი ცხვირისატეხელას ( სამკურნალო ადონისი ) ბალახი, ადუღეთ არა უმეტეს 3 წთ. შემდეგ დაახურეთ სახურავი და დადგით თბილ ადგილას 20 წთ. გაწურეთ, ბალახი გადაყარეთ და სითხე მიიღეთ 3 - ჯერ დღეში თითო ს/კ. უკეთესობას იგრძნობთ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
არითმიის სამკურნალოდ ისარგებლეთ ვანგას რჩევით: - წვრილად დაჭერით 0,5 კგ ლიმონი, აურიეთ თაფლში , დაუმატეთ დანაყული გარგარის კურკის 20 გული და მიიღეთ დილა - საღამოს თითო ს/კ.
ასევე გირჩევთ, ხშირად მიირთვათ სახლში დამზადებული მაწონი. - თუ თვალთ დაგიბნელდათ და თავბრუ დაგესხათ, პულსი უნდა დაითვალოთ. ნორმა არის 60 - დან 100 დარტყმა წუთში. თუ პულსი წუთში 50- ზე დაბალია ან 120 დარტყმაზე მაღალია, უნდა მივიღოთ ზომები. ტაქიკარდიის დროს ღრმად შეისუნთქეთ და შეაკავეთ სუნთქვა; შემდეგ ამოისუნთქეთ, ან თვალები დახუჭეთ და თვალის კაკლებს დააჭირეთ თითები 30 წამს. დალიეთ ვალოკორდინი 60 წვეთამდე.
ბრადიკარდიის დროს მიიღეთ ზელენინის 15 წვეთი, გაზავებული ჭიქის მესამედ წყალში.
არითმიის პროფილაქტიკისთვის საჭიროა დიეტა. ტკბილი, ცხიმიანი, მარილიანი - ბოროტად არ გამოიყენოთ, მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვას, თვალყური ადევნეთ თქვენი სხეულის წონას.