10 საავტომობილო რჩევა, რომელიც მანქანის ყველა მფლობელს გამოადგება

10 საავტომობილო რჩევა, რომელიც მანქანის ყველა მფლობელს გამოადგება
ჩვენს დროს 18 წელს გადაცილებულ უამრავ ადამიანს ჰყავს ავტომობილი და დიდ დროს ატარებს მანქანაში, განსაკუთრებით დიდი ქალაქის მცხოვრებლები. ამიტომ, ყოველი მფლობელი ცდილობს, მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული გახადოს თავისი მანქანა.

საამისოდ, პრაქტიკულად ყველა ავტომობილისტი საკუთარ ხრიკებს იგონებს, რომლებიც ავტომობილის გამოყენებას მეტად მოხერხებულს ხდიან. გთავაზობთ 10 რჩევას, რომელიც ნებისმიერ მძღოლს გამოადგება.

საავტომობილო ხრიკები

  1. ავტომობილის გასაღების ბუდის გასალღობად გამოიყენეთ ხელების მადეზინფიცირებელი საშუალება. მასში შემადგენელი ალკოჰოლი გაალღობს ყინულს ბუდეში. უბრალოდ წაუსვით საშუალება გასაღებს და დაატრიალეთ.
    [/b]


  2. წებოვანი ლენტების (”ნაკლეიკა”) მინიდან მოსაშორებლად, გამოიყენეთ თბილი სველი პირსახოცი. უბრალოდ მიადეთ 10 წუთით და ლენტა უპრობლემოდ მოსცილდება.

    10 საავტომობილო რჩევა, რომელიც მანქანის ყველა მფლობელს გამოადგება

  3. თუ მინა გაგისკდათ, მის შესაკეთებლად კი დრო არ გაქვთ, ნაპრალზე წაუსვით გრჩხილის უფერული ლაქი. ამგვარად გაამაგრებთ მინას და ნაპრალის გადიდებას აირიდებთ.



  4. ავტომობილის კარები რომ არ გაგეყინოთ, კარების რეზინებს წაუსვით ჯერ ზეთი, შემდეგ ქაღალდის ხელსახოცი მოუსვით.

  5. არ გაქვთ ტელეფონის სამაგრი? ჩაანაცვლეთ იგი საკანცელარიო რეზინით.



  6. თუ ავტოფარეხში საჩოგბურთო ბურთს ჩამოკიდებთ, მუდამ გეცოდინებათ, სად გააჩეროთ მანქანა. თუ ბურთი საქარე მინას შეეხება, ე.ი. უნდა გაჩერდეთ.

  7. მრავალჯერად ჭიქებში შეგიძლიათ ხელსახოცები შეინახოთ. ძალიან მოხერხებულია.



  8. ფეხსაცმლის ორგანაიზერი შეუცვლელი ნივთია, განსაკუთრებით, თუ ბავშვები გყავთ.

  9. სატუმბი შესანიშნავი საშუალებაა, მცირედი დეფექტების გასასწორებლად.



  10. თუ ტელეფონს GPS-ის როლში ხშირად იყენებთ, მაგრამ არ გაქვთ სპეციალური სამაგრი, შეგიძლიათ იგი დაამზადოთ საკანცელარიო რეზინისა და საოფისე საჭერისგან.