როგორ გავაგრილოთ ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე გაცხელდა.

როგორ გავაგრილოთ ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე გაცხელდა.
მზიან ცხელ დღეებში თქვენ ავტომობილს ღია ავტოსადგომებზე აჩერებთ და სალონში ჰაერი ცხელდება. ჩნდება კითხვა: როგორ მოვახერხოთ ავტომობილის სწრაფად გაგრილება და საერთოდ შევაფერხოთ მისი გაცხელება?

ჩვენ ვთვლით, რომ ავტომობილების უმრავლესობას FPAPARAZZI ს რედაქციის მიერ შემოთავაზებული რჩევა გამოადგება.
ტემპერატურა თქვენი მანქანის შიგნით აუტანელია, რადგან ცხელ დღეებში თქვენი ავტომობილი სათბურს ემსგავსება და სითბოს შიგნით ინახავს. სამწუხაროდ ცხელ ჰაერს ვერაფერს უშველით, რადგან ფანჯრები დახურული გაქვთ და აქტიური განიავება არ ხდება.

გამოიყენეთ ნამიანი ტილო
როგორ გავაგრილოთ ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე გაცხელდა.
თქვენ შესაძლოა ხელი დაიწვათ კიდეც, თუ საჭეს ხელს მშინთვე შეახებთ. დაამუშავეთ ზედაპირი სველი ტილოთი და ის აუცილებლად გაგრილდება.
თუ ატყობთ აუცილებლობას შეგიძლიათ საჭე რამოდენიმეჯერაც გახეხოთ. ტყავის სკამები ასევე შეგიძლიათ ამ ხერხით გააგრილოთ.

გააღეთ ფანჯარა

მნიშვნელოვაია, რომ ცხელი ჰაერი გამოდიოდეს სატრანსპორტო საშუალებიდან. დაუწიეთ ფანჯრებს რათა შიგნით არსებული ცხელი ჰაერი, უფრო გრილი ჰაერით ჩანაცვლდეს. დამატებითი ეექტისთვის, შეგიძლიათ 1-2 წუთი ჩაწეული ფანჯრებით გაიაროთ (თუ ეს შესაძლებელია). მოძრავი მანქანა უფრო სწრაფად გაგრილდება.

ჩართეთ კონდიციონერი

ეს რთული საკითხია რადგან არსებობს გავრცელებული დოგმა, თითქოს არ შეიძლებ აკონდიციონერის ჩართვა როდესაც ფანჯრები ჩაწეული. ითვლება, რომ ამ დროს ფრეონი იხარჯება. საბედნიეროდ ეს მითია და კონდიციონერის ჩართვა ნამდვილად დაგეხმარებათ ავტომობილიდან ცხელი ჰაერის განდევნაში.
საკვანძო მომენტი: რეცირკულაციის გათიშვაა. თუკი რეცირკულაცია ჩართული იქნება, სატრანსპორტო საშუალება გრილ ჰაერს შემოსვლის საშუალებას არ მისცემს. გამორთეთ ეს ფუქნცია და დააყენეთ "ვინტილიატორი" ყველაზე მაღალ სისწრაფეზე, ხოლო ტემპერატურა ყველაზე ცივ რეჟიმზე.
როდესაც ტემპერატურა გარეთ და სალონში გათანაბრდება შეგიძლიათ აუწიოთ შუშები, ჩართოთ განმეორებითი ცირკულაცია და შეცვალოთ კონდიციონერის მითითებები თქვენი სურვილისამებრ.

გამოიყენეთ შუქის ამრეკლავი ქოლგები

საუკეთესო საშუალება ავტომობილის სიცხისგან დასაცავად ამრეკლავი ქოლგის გამოყენებაა - შეიძინეთ ის და მოათავსეთ საქარე მინაზე, შეგიძლიათ უკანა შუშებზეც და ფანჯრებზეც.


ეს რეკომენდაციები გაგიადვილებთ სიცოცხლეს. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, საჭიროა უსაფრთხოებაში დარწმუნებული იყოთ, სანამ მას გამოიყენებდეთ.
რაც მთავარია: ნუ დატოვებთ ხალხს ან შინაურ ცხოველებს ავტომობილში, მაშნც კი როდესაც რამოდენიმე წუთით გასვლას აპირებთ.

თქვენ როგორ შველით საკუთარ ავტომობილს გადახურებისგან? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში!