ეს თმის ნიღაბი პირველივე გამოყენებისას გაგრძნობინებთ შედეგს

ეს თმის ნიღაბი პირველივე გამოყენებისას გაგრძნობინებთ შედეგს
ეს ნიღაბი ძალიან გამოადგებათ მათ, ვისაც თავის კანის სიმშრალე, ქავილი, ქერტლი აწუხებს.

ინგრედიენტები:
  • 2 სუფრის კოვზი მაღალი ხარისხის ალოეს გელი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული გლიცერინი
  • 5-10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი

    ინსტრუქცია:
    1. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ.
    2. შეინახეთ ნარევი ჰერმეტულ კონტეინერში. მოხმარების ვადის გასაზრდელად შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში, თუმცა ეს აუცილებელი არ არის.
    3. გამოყენება: შეგიძლიათ ნიღაბი უშუალოდ დაზიანებულ ადგილებზე წაისვათ, ან მთლიანად თავის კანზეც დაიტანოთ. შეიზილეთ მასაჟისებური მოძრაობებით, თითისწვერების საშუალებით. დაიტოვეთ მთელი ღამით და დილით ჩამოიბანეთ.