ეს საშუალება 7 დღეში გამოდევნის ნახველს ბრონქებიდან და გვეხმარება ასთმის დამარცხებაში!

ეს საშუალება 7 დღეში გამოდევნის ნახველს ბრონქებიდან და გვეხმარება ასთმის დამარცხებაში!
თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაუტანია ბრონქიტი, გაციება ან სხვა რესპირატორული ინფექციები, რომელთათვის საწყის სტადიაზე მშრალი ხველაა დამახასიათებელი. როგორც წესი, მომდევნო სტადიაზე მშრალი ხველა გადაიქცევა სველ ხველად, რომელსაც თან ახლავს განსაკუთრებული ნივთიერება სახელწოდებით ნახველი.



ნახველი - ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია დაავადებაზე. ნახველთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება მიკრობები და ბაქტერიები. ნახველის გაჩენის მიზეზად შეიძლება იქცეს: გაციება, რინიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ჰაიმორიტი და ა.შ.



''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ გასაოცარ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც ბრონქებიდან ნახველის გამოდევნას ხანმოკლე დროში შეძლებთ.

ინგრედიენტები:
  • 2 ს.კ ფიჭვის კვირტი;
  • თაფლი (სურვილისამებრ);
  • 0,5 ლ წყალი.

მოზადება:

1. მოამზადეთ წყლის აბაზანა. დადგით წყლით სავსე ქვაბი დაბალ ცეცხლზე, დაადეთ მას ზემოდან მეორე, შედარებით მცირე ზომის ქვაბი, რომელშიც ჩაყრით ფიჭვის კვირტებს და დაასხავთ მოცემული რაოდენობით წყალს. ხარშეთ კვირტები წყლის აბაზანაზე 1 საათის განმავლობაში.



2. მომზადებული ნახარში გადაიტანეთ მინის ქილაში და შეახვიეთ თბილ ქსოვილში.



მიირთვით ნახარში 50 გრამის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 7 დღეს.