2 კომპონენტისგან შემდგარი ფორების გასაწმენდი ეფექტური საშუალება. აღფრთოვანებული ვარ!

2 კომპონენტისგან შემდგარი ფორების გასაწმენდი ეფექტური საშუალება. აღფრთოვანებული ვარ!
ბოლო დროს ყველა ასაკის ქალბატონებში პოპულარული გახდა წებოვანი საფენები ცხვირზე ფორების მოსაცილებლად. როგორც ცნობილია, ის ეხმარება შავი წერტილების მოცილებაში. თუმცა, ეს სიამოვნება იაფი ნამდვილად არ ღირს, თანაც საფენების გამოყენება რეგულარულად არის საჭირო.

საბედნიეროდ, ეს პრობლემა იოლად წყდება. ერთ-ერთი პოპულარული ინტერნეტ-ბლოგერი, მიშელ ფანი გვთავაზობს შესანიშნავ იდეას, თუ როგორ მოვამზადოთ ამ საფენების ანალოგი შინაურ პირობებში.

ფორების გასაწმენდი საფენები

ინგრედიენტები
  • 1 ს.კ. ჟელატინი
  • 1 ს.კ. რძე

მომზადების წესი
  1. შეურიეთ რძე და ჟელატინი.



  2. დადგით წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ 10 წამით.



  3. მოურიეთ. შემდეგ წაისვით მიღებული მასა ცხვირზე ბამბის ჩხირის მეშვეობით.



  4. დაელოდეთ, სანამ ბოლომდე არ გაშრება. შემდეგ მოიხსენით საფენი.


საფენის მოხსნა ცოტათი რთულია, მაგრამ ეფექტი ამად ღირს. ფორების მთელი ჭუჭყი მასზე გადმოვა.