არანაირი მტანჯველი ვიზიტი კოსმეტოლოგთან! დაემშვიდობეთ შავ წერტილებს სწრაფად და მარტივად.

არანაირი მტანჯველი ვიზიტი კოსმეტოლოგთან! დაემშვიდობეთ შავ წერტილებს სწრაფად და მარტივად.
შავი წერტილები - კოსმეტიკური პრობლემა, რომელიც კანის ფორებში ჭუჭყისა და მკვდარი უჯრედების დაგროვების შედეგად წარმოიქმება. თუ თქვენ რეგულარულად იზრუნებთ ფორების გაწმენდაზე, ეს კოსმეტიკური პრობლემა აღარასდროს შეგაწუხებთ.

ამ უსიამოვნო მოვლენის დასამარცხებლად საჭიროა ან სახის მექანიკური წმენდა, ან სპეციალური კოსმეტიკური საშუალებების რეგულარული გამოყენება, რომლებიც ღრმად აღწევს კანის ფორებში და ბოლომდე წმენდს მათ.



დღეს ჩვენი რედაქცია გიზიარებთ გასაოცარი საშუალების რეცეპტს, რომელიც ყველაზე ეფექტურია კანის ფორების გასაწმენდად და შესაბამისად შავი წერტილების მოსაშორებლად. უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება, ხოლო რეგულარული პროცედურების შედეგად უსიამოვნო შავი წერტილების პრობლემა წარსულში დარჩება.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 ჩ.კ ლიმონის წვენი;
  • 1 ჩ.კ საკვები სოდა.

მომზადება:

შეურიეთ ერთმანეთში მოცემული რაოდენობით ლიმონის წვენი და საკვები სოდა. კარგად გადაურიეთ. თქვენ მიიღებთ პასტისებრ მასას, რომელიც ძალზედ ეფექტურია სახის კანიდან შავი წერტილების მოსაშორებლად.



გამოყენება:

  1. დაიბანეთ სახე თბილი წყლით, რათა კანის ფორები გაფართოვდეს. კარგად გაიმშრალეთ სახე.

  2. ლიმონისა და სოდის ნარევი დაიტანეთ კბილის ჯაგრისზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ეს მასა კანის პრობლემურ ზონებზე. არ გამოიყენოთ ეს საშუალება თუ თქვენი კანის გაღიზიანება აღგენიშნებათ ან გაქვთ ახალი ჭრილობა.



  3. დაიტოვეთ ეს მასა სამოქმედოდ 5 წუთით.

  4. ჩამოიბანეთ სახე ოდნავ თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.


არ იფიქროთ, რომ მხოლოდ 1 პროცედურის შედეგად შავი წერტილები მთლიანად გაქრება. როგორც უკვე გითხარით, სასიამოვნო ცვლილებები მყისიერად შესამჩნევი იქნება, თუმცა პრობლემის ბოლომდე გადასაჭრელად აუცილებელია რეგულარული პროცედურებ. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, არ არის რეკომენდირებული ლიმონის წვენისა და საკვები სოდის ნარევის გამოყენება გადაჭარბებული სიხშირით. მიმართეთ ამ პროცედურას კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ.

ლიმონმჟავა, რომელსაც ჭარბად შეიცავს ამ რეცეპტში შემავალი ციტრუსი, გვაშორებს კანის მკვდარ უჯრედებს და გვეხმარება ფორების გაწმენდაში. რაც შეეხება საკვებ სოდას, ეს გასაოცარი პროდუქტი, ლიმონის წვენის მსგავსად, ფლობს ანტიბაქტერიულ თვისებების. ეს პროდუქტი გვეხმარება კანის გაწმენდაში და მისი ფორების შევიწროებაში.