კანის ჰოლივუდური წმენდა შინაურ პირობებში! ასეთ ეფექტს არავინ ელოდა!

კანის ჰოლივუდური წმენდა შინაურ პირობებში! ასეთ ეფექტს არავინ ელოდა!
იდეალურად გლუვი და სუფთა კანის ეფექტის მისაღებად, ყოველგვარი შავი წერტილების გარეშე, შესაძლებელია კალციუმის ქლორიდის მეშვეობით. ეს საშუალება ძალიან იაფი ღირს და ამასთან, საოცრაფ ეფექტურია. მსგავს წმენდას სალონებში ”ჰოლივუდურს” უწოდებენ, მაგრამ პროფესიონალები მზა შემადგენლობებს იყენებენ. სცადეთ დამოუკიდებლად ჩაატაროთ ეს წმენდა - შედეგი ნამდვილად გაგახარებთ.

საჭირო მასალა:
  • ქლორიდის კალციუმის ხსნარი 5-10%. იყიდება აფთიაქებში.
  • რამდენიმე ბამბის დისკი
  • საბავშვო საპონი

გამოყენება:
  1. ფრთხილად გახსენით ამპულა (ან ფლაკონი). აიღეთ ბამბის დისკი, დაასველეთ ხსნარში და მასაჟის მოძრაობებით წაისვით სახეზე. აცადეთ, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება. გაიმეორეთ ეს პროცედურა 5-8-ჯერ. შესაძლებელია მსუბუქი წვის შეგრძნება, თუ წვა გაძლიერდა, სასწრაფოდ დაიბანეთ სახე საპნით.
  2. როდესაც ბოლო ფენა გაშრება, თითის ბალიშები დაასველეთ წყლით და აიქაფეთ საპნით.
  3. შეიზილეთ საპონი სახეზე რამდენიმეჯერ. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.

ამ პროცედურის შემდეგ შესაძლოა, სახემ მოვარდისფრო ელფერი მიიღოს, მაგრამ ეს მალე გაგივლით. ამიტომაც, ნუ ჩაიტარებთ პროცედურას სახლიდან გასვლამდე.
”ჰოლივუდური” წმენდის შემდეგ წაისვით სახეზე დამატენიანებელი საცხი.