ბუასილის ( ჰემოროის ) სამკურნალოდ გთავაზობთ ხალხურ მედიცინაში რეკომენდებულ, გარანტირებულ საშუალებებს.
ბუასილი ( ჰემოროი ) - სწორი ნაწლავისა უკანა ტანის ქვედა ნაწილის ვენების გაგანიერებაა. განასხვავებენ გარეგან ( კანქვეშა ) და შინაგან ( ლორწოსქვეშა ) ჰუმოროიდულ კვანძებს. გარეგანი ჰუმოროიდული კვანძები უკანა ტანის გარშემო ჩანს ცალკეული წარმონაქმნების სახით, სიდიდით ბარდის მარცვლებიდან ალუბლამდე, ან ამ კვანძებიდან შემდგარი პატარა გვირგვინის სახით.
დაავადების პროგრესირებას უკანა ტანში ჩნდება ქავილის, წვის, სიცხის შეგრძნება, ხოლო ანთებითი პროცესების შემთხვევაში - ტკივილები, განსკუთრებით დეფეკაციის აქტის დროს. განვითარებადი ბუასილისთვის დამახასიათებელია სისხლდენები.
ბუასილის მკურნალობა უსათუოდ ექიმის მიერ ხდება, ვინაიდან მძიმე ვითარებაში უკვე ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
ბუასილის მკურნალობის შინაგანი საშუალებები.
მატიტელა. დღე - ღამის ნორმისათვის 1 ს/კ ბალახს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და მეორე დღეს დალიეთ სამ ჯერზე.
ჭინჭარი ორსახლიანი. 2 ს/კ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში 2 - ჯერ.
ბურბუშელა ( ბაბუაწვერა ) სამკურნალო. 2 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჭიქა ცივი , ანადუღარი წყალი, დააყენეთ 8 სთ. სვით ჭიქის მეთხედი ჭამის წინ დღეში 4-ჯერ.
ქრისტესისხლა. 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჭიქა ცივი , ანადუღარი წყალი, დააყენეთ 8 სთ. სვით ჭიქის მეოთხედი ჭამის წინ, დღეში 4 -ჯერ.

- ქალებს მშობიარობის შემდეგ თუ პერიოდული კვანძები გაუჩნდათ და ტკივილები აწუხებთ, გაითვალისწინონ ასეთი უბრალო რჩევა: წამოადუღონ 2 -3 ლ წყალი 500 გრ მარილთან ერთად. დაიყვანონ გასაძლის ტემპერატურამდე, გადმოასხან ტაშტში, ჩაჯდნენ მასში და მიიღონ მარილიანი აბაზანა, ვიდრე წყალი არ გაგრილდება. სასურველია პროცედურა ჩაიტარონ ძილის წინ და არა ნაკლებ სამი დღის ერთიმეორის მიყოლებით. ჰემოროიდული კვანძები რომც არ დაუცხრეთ, ტკივილები აუცილებლად გაუქრებათ.
- ბუასილისგან ვინც იტანჯებით, გთავაზობთ დინდგელისაგან ( პროპოლისი ) მომზადებულ 15 %-იან მალამოს: უნდა ავიღოთ 15 გრ დინდგელი და 100 გრ ვაზელინი. დინდგელი ადვილად რომ დაიფხვნას, უნდა გავყინოთ. დანით დავანამცეცოთ ბოლომდე და გავატაროთ ყავის საფქვავში, ავურიოთ ვაზელინს მომინანქრებულ ჭურჭელში, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე, განუწყვეტლივი მორევით. როცა მომზადებული მალამო გაცივდება, მოვათავსოთ ქილაში. დარჩენილი დანალიქი გავიკეთოთ თითის დახმარებით უკანა ტანში ძილის წინ და ასე გავიმეოროთ ყოვლედღე. ჩავიტაროთ 8 - 10 პროცედურა. გაივლის წლები და დაგვავიწყდება, რომ ოდესღაც ბუასილი გვქონდა.