ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებისგან და სისველისგან თავს ამ რეცეპტების საშუალებით დააღწევთ!
ცხვირიდან სისველის დენისას - თითი დააფარეთ მარჯვენა ნესტოს, ჰაერი შეისუნთქეთ მარცხენით, ხოლო გამოისუნთქეთ მარჯვენით ( ტუჩები ამ დროს მოკუმულია ). შემდეგ - პირიქით. ასე გაიმეორეთ 8 - 10-ჯერ, პროცედურა ჩაიტარეთ 3 - 4- ჯერ დღეში. ხშირად სურდო ქრება პირველივე დღის ბოლოს. მთავარია - დროულად მიხედოთ და არ მიუშვათ.
ცხვირის გაჭედილობისას - აიღეთ 1 ს/კ კატაბალახას ფესვი და დაასხით მას 100 მლ მცერეული არარაფინირებული ზეთი, უკეთესია - ზეითუნის. დააყენეთ დროდადრო შენჯღრევით თბილ ადგილზე 10 დღე. შემდეგ შეგიძლიათ გაწუროთ ან ისე დატოვოთ . ჩაიწვეთეთ ღამით 1 - 2 წვეთი. იწვეთეთ ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ 5 დღით და კვლავ გამეორეთ - სრულ გაჯანსაღებამდე.
ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერტროფიისგან ( შეშუპება ) - თავს დაიხსნით ქრისტესისხლას დახმარებით. ამ საშუალების გამოყენება კარგია მაის - ივნისში.
ქრისტესისხლას ყვავილობის დროს შეაგროვეთ მისი ფოთლები, ყვავილები, ღეროები. გარეცხეთ, გამოაშრეთ 2 სთ -ის განმავლობაში.
შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპში , გამოწურეთ დოლბანდის 2 -3 ფენას შორის წინასწარ სტერილიზებულ ბოთლში, დაახურეთ სახურავი. ერთი კვირით დადგით ბნელ ადგილზე, ყოველდღიური შენჯღრევით და ჰაერის გამოშვებით. ერთი კვირის შემდეგ წვენი მზად იქნება.
გამოიყენეთ ასე: 3 - 4-ჯერ დღეში ჩაიდეთ ბამბის ტამპონები, დასველებული ახალ წვენში. გაიჩერეთ ცხვირის ღრუში არა უმეტეს 3 - 4 წუთისა. რაც არ უნდა იყოს, წვენი შხამიანია, მაგრამ ზუსტად თუ გამოიყენებთ - უსაფრთხოა. ბავშვის სამკურნალოდ წვენი უნდა გაზავდეს 1 : 1.
ერთი კვირის შემდეგ , როცა ცხვირით სუნთქვა შეგეძლებათ,დაიწყეთ წვენის თითო წვეთის ჩაწვეთება 3 -ჯერ დღეში და თანდათან დაიყვანეთ დღეში ერთამდე.
სასურველია მკურნალობა გაგრძელდეს ერთი თვე. ზოგი ერთი კვირის შემდეგაც იკურნება.