როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ჰაიმორიტი, სავსებით განკურნებადია ხალხური საშუალებებით!
თუ თქვენ არ გაგიმართლათ და სურდო შეუმჩნევლად გადაიზარდა ჰაიმორიტში - გულს ნუ გაიტეხთ. როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ჰაიმორიტი, თუ ის არ გადავიდა ჩირქოვანში, სავსებით განკურნებადია ხალხური საშუალებებით.
წამლები რომ მოხდეს ჰაიმორიტისგან დაზიანებულ წიაღში, როდესაც ჩაიწვეთებთ ცხვირში, თავი რაც შეიძლება უკან გადაწიეთ და მსუბუქად გადაიხარეთ მტკივნეულ მხარეს.
- ყოველდღიურად 5 - 10 წთ - ით გაიცხელეთ ცხვირის წიაღის ზონა ლურჯი ნათურით.
- ცხვირის წიაღის კარგი გამათბობლებია ორთქლის აბაზანები სახისათვის: ცხელი წყლით სავსე ორლიტრიან ქვაბში გახსენით ნახევარი ჩ/კ პროროლისი ( დინგელი ) და დაიხარეთ მასზე რაც შეიძლება დაბლა, რომ ცხელი ორთქლი გევლებოდეთ სახეზე. პროცედურის ხანგრძლივობა არის 15 - 20 წთ.
- ასეთივე აბაზანა შეიძლება გაკეთდეს წყალში მენთოლის, პიტნის ფოთლების, ევკალიპტის ან ღვიის ზეთის, ნემსიწვერას ექსტრაქტის, ბალზამ " ვარსკვლავის " დამატებით.
- წამოდუღეთ ზღვის მარილიანი წყალი ( ს/კ ჭიქა წყალზე, ადუღეთ 5 წთ ), გაფილტრეთ ოთხფენად დაკეცილ დოლბანდში. დაისხით ხელისგულზე მცირეოდენი ხსნარი და შეისრუტეთ ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ნესტოთი; ამასთან ერთ ნესტოს დააჭირეთ თითი. შეგიძლიათ ხსნარის ჩაწვეთება ცხვირში: 4 - 5 წვეთი 2 - ჯერ დღეში.
- ჩაიწვეთეთ ცხვირში ქრისტესისხლას წვენი 2 - 3 წვეთი 2 - ჯერ დღეში.
- დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი 1 ს/კ კრაზანას ბალახს, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი 2 - 3- ჯერ დღეში ჭამის წინ.
წამლები რომ მოხდეს ჰაიმორიტისგან დაზიანებულ წიაღში, როდესაც ჩაიწვეთებთ ცხვირში, თავი რაც შეიძლება უკან გადაწიეთ და მსუბუქად გადაიხარეთ მტკივნეულ მხარეს.