ექიმ-პარაზიტოლოგები განგაშის სიგნალს გზავნიან. მოსახლეობის 95% პარაზიტებითაა დასნებოვნებული

ექიმ-პარაზიტოლოგები განგაშის სიგნალს გზავნიან. მოსახლეობის 95% პარაზიტებითაა დასნებოვნებული
ჭიებით ინვაზია - საკმაოდ გავრცელებული პრობლემა. ლამბლიები, ასკარიდები, მახვილები უმარტივესთა კლასს მიეკუთვნებიან, თუმცა მათთან ბრძოლა მარტივი ნამდვილად არ არის. ეს პაპრაზიტები ყველაზე ხშირად 2-დან 5 წლამდე ასაკის პატარებს ემტერებიან. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანი ებრძვის ამ პრობლემას.

ორგანიზმში ჭიების არსებობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ტკივილი მუცლის არეში, ღებინების შეგრძნება, ძილის რეჟიმის დარღვევა, ნერვოზულობა, წონასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.

თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აღგენიშნებათ, აუცილებელია ექიმთან დროულად მისვლა, ორგანიზმის გამოკვლევა და სწორი დიაგნოზის დასმა. არავითარ შემთხვევაში დაიწყოთ საკუთარი თავის მკურნალობა ანტიპარაზიტული პრეპარატებით ექიმთან კონსულტაციის გავლის გარეშე. ასე შეიძლება უდიდესი ზიანი მიაყენოთ საკუთარ ან თქვენი შვილების ჯანმრთელობას.

მსგავსი პრეპარატების უმრავლესობა ტოქსიკურია ჩვენი ორგანიზმისთვის, რამაც შეიძლება სიტუაცია უფრო გაართულოს და გაამწვავოს.

როგორ გამოვდევნოთ ჭიები ორგანიზმიდან სახლის პირობებში

მზიურა - გასაოცარი მცენარე, რომელიც ძალზედ ეფექტურია ჰელმინთოზის პროფილაქტიკისთვის. იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ ორგანიზმში ბინადარი პარაზიტებისგან, მოათავსეთ 1 ჩაის კოვზი მზიურას გამომშრალი ფესვები 1 ჭიქა ანადუღარ წყალში და დააყოვნეთ 8 საათის განმავლობაში.

გამოყენებამდე აუცილებელია ამ საშუალების გაფილტვრა.გაფილტრული სითხე გაყავით 4 ულუფად და მიიღეთ 1 დღის განმავლობაში ყოველ ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 3 თვეს.

გარდა ამ საშუალების გამოყენებისა, იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი პატარები ჭიებით დასნებოვნებისგან, აუცილებელია შემდეგი რჩევების გათვალისწინება:
  • გამოუყოთ ბავშვს ცალკე ჭურჭელი, თეთრეული და სათამაშოები.
  • ქლორის შემცველი ხსნარებით დაამუშავეთ მისი ღამის ქოთანი, სველი წერტილები, ონკანები, კარის სახელურები.
  • პატარა პაციენტს შესთავაზეთ დამზოგველი და ვიტამინებით მდიდარი საკვები: მოხარშული ხორცი, მაწონი, ხაჭო, ხილი და ბოსტნეული. ძეხვეული, შებოლილი პროდუქტი, ცომეული და ტკბილეული კი მკაცრად შეუზღუდეთ. განსაკუთრებით - ლამბლიების შემთხვევაში. ისინი ტკბილ გარემოში მშვენივრად გრძნობენ თავს, მჟავე კი არ უყვართ, ამიტომ კარგი იქნება, თუ პატარას ნამცხვრებისა და კანფეტების ნაცვლად ფორთოხლის, ლიმონის, პომიდვრის წვენით, რძემჟავა პროდუქტებით გაუმასპინძლდებით.
  • ბავშვები პატარაობიდანვე მიაჩვიოთ ჰიგიენას, ხელების საპნით დაბანას.
  • დაუშალოთ პირში ნივთების ჩადება, ფრჩხილების კვნეტა, თითების ლოკვა.
  • ნუ მიაჩვევთ ქუჩაში კვებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!