7 ნიშანი იმისა, რომ გლუტენი თქვენს ორგანიზმს ანადგურებს. ეს გაცილებით სერიოზულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ
გლუტიენის შესახებ ფართო საზოგადოებამ სწორედ მაშინ შეიტყო, როდესაც წარმოუდგენელი პოპულარობა ამ რთული ცილისგან თავისუფალმა დიეტებმა. ადამიანები კვების მსგავს რაციონს სხეულის ლამაზი ფორმების შესანარჩუნებლად და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად მიმართავენ.
ადამიანების არც თუ ისე მცირე ნაწილი გამოირჩევა მოცემული ცილისადმი ინდივიდუალური აუტანლობით. როდესაც ამ კატეგორიაში შემავალი ადამიანები გლუტენის შემცველ პროდუქტებს იღებენ, თავს იჩენს დისკომფორტის შეგრძნება, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე და სხვა უსიამოვნო სიმპტომები.
საკუთარი თავისთვის გლუტენის აუტანლობის დიაგნოზის დასმა ნამდვილად რთულია, თუმცა არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც მოცემული პრობლემის არსებობაზე მიგვითითებს. თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები და ნიშნები აღგენიშნებათ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ თქვენ ჩამოთვლილი სიმპტომები გაწუხებთ, სასწრაფოდ განაცხადეთ უარი გლუტენის შემცველ პროდუქტებზე და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

- საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები
თუ თქვენ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა შეგექმნათ (მაგ: მუცლის შებერვა და გაზების დაგროვება), რომელსაც რაიმე კონკრეტული ახსნა არ მოეძებნება, დიდი ალბათობით გლუტენის აუტანლობისგან იტანჯებით. მეტი სიზუსტისთვის, დაიცავით 1 კვირით გლუტენისგან თავისუფალი დიეტა და დააკვირდით სიმპტომებს. თუ ისინი შემსუბუქდა, ესეიგი სწორ გზას ადგახართ. - ქრონიკული დარლილობა
მოცემული უსიამოვნო მოვლენა შეიძლება განაპირობოს მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის გლუტენის აუტანლობამაც. თუ თქვენ ამ ცილის მიმართ ინდივიდუალური აუტნალობით გამოირჩევით, გლუტენის შემცველი პროდუქტებით კვების რაციონის გამდიდრების დროს შეგაწუხებთ ქრონიკული სისუსტე. დაღლილობა და ენერგიის დაკარგვა.
არავითარ შემთხვევაში გადადოთ ექიმთან ვიზიტი, თუ მოცემული სიმპტომი მუდმივად აღგენიშნებათ. აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის შესაბამისი კურსის ჩატარება. - თავის ქრონიკული ტკივილი
გლუტენის აუტანლობის დროს, როგორც წესი, პაციენტი თავის მუდმივი ტკივილისგან იტანჯება. რა თქმა უნდა, მოცემული სიმპტომი შეიძლება სხვა მრავალი ფაქტორით იყოს განპირობებული, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ასეთ შემთხვევაში პროფესიონალთან კონსულტაციის გავლა აუცილებლობას წარმოადგენს. - აუტოიმუნური დაავადებები
ამ რთული ცილის აუტანლობამ სავსებით შესაძლებელია მიგვიყვანოს ზოგიერთ აუტოიმუნურ დაავადებამდე, მათ შორის გაფანტულ სკლეროზამდე, წყლულოვან კოლიტამდე, რევმატოიდულ ართრიტამდე, ფსორიაზამდე და ა.შ. - თავბრუსხვევა
გლუტენის აუტანლობის დროს პაციენტების უმრავლესობა რეგულარულად განიცდის თავბრუსხვევას. - ფიბრომიალგია
თუ თქვენ ქრონიკული დაღლილობისა და ფიბრომიალგიისგან იტანჯებით, დიდი ალბათობით გლუტენისადმი ინდივიდუალური აუტანლობით გამოირჩევით. გამორიცხეთ კვების რაციონიდან ამ ცილის შემცველი პროდუქტები და დააკვირდით სიმპტომებს. თუ პრობლემა სწორედ გლუტენშია, მოცემული უსიამოვნო სიმპტომები უმალვე გაქრება. - ფოლიკულარული კერატოზი
ფოლიკულარული კერატოზი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია ''ბატის კანის'' ზედმეტსახელით, განპირობებულია ორგანიზმში ცხიმოვანი მჟავების დეფიციტით, რაც მსხვილ ნაწლავზე გლუტენის უარყოფითი გავლენის დამსახურებაა.
თუ თქვენ ჩამოთვლილი სიმპტომები გაწუხებთ, სასწრაფოდ განაცხადეთ უარი გლუტენის შემცველ პროდუქტებზე და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.