სასწაულმოქმედი თაფლი - 5 რეცეპტი ყველა პრობლემისთვის!
თაფლი - პატარა ტკბილი სიამოვნება, მხოლოდ პირის ჩასატკბარუნებლად რომ არ გამოიყენება, ეს ყველამ ვიცით. მისი მოხმარება კოსმეტიკური მიზნებისთვის უკვე არახალია, თუმცა ამ სტატიაში წარმოდგენილი მარტივი რეცეპტები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად საჭირო ინგრედიენტია თაფლი თავის მოვლაში.
- დამატენიანებელი - ჩვეულებრივი თაფლი წაისვით მთელ სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- თმის კონდიციონერი - შეურიეთ თაფლს ქოქოსის ზეთი და წაისვით თმის ბოლოებზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
- აკნე - დარიჩინის ფხვნილი და თაფლი შეურიეთ, დაიდეთ ინფიცირებულ ადგილზე, დაიტოვეთ მთელი ღამით. დილით გაღვიძებისთანავე ჩამოიბანეთ.
- ნაიარევის გაუფერულება - 1 ჩაის კოვზ თაფლს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი და წაისვით ნაიარევზე. 5-10 წუთის შემდეგ თბილ წყალში დასველებული ხაოიანი ნაჭრით ფრთხილად მოიშორეთ.
- კანის ექსფოლიატორი - 2 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი. წაისვით სახეზე წრიული მოძრაობებით, ძალიან ნაზად. ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი.