6 ჩვევა, რომელიც ნაოჭებს აჩენს: როგორ გავთავისუფლდეთ მათგან

6 ჩვევა, რომელიც ნაოჭებს აჩენს: როგორ გავთავისუფლდეთ მათგან
ნაოჭები - ეს სიტყვა ნებისმიერ ქალს აშინებს. 60 წლის ქალები ნაოჭების გარეშე არსებობენ, მაგრამ იშვიათად. ამასთან, ნებისმიერ ლამაზმანს ახლომახლო აქვს როგორც კარგი, ასევე ცუდი მაგალითებიც. რა თქმა უნდა, გენეტიკა დიდ როლს ასრულებს, მაგრამ იდეალურ სახეს ხშირად ჩვენ თავადვე ვქმნით. დღევანდელ სტატიაში ჩვენ თავი მოვუყარეთ ცუდ ჩვევებს, რომლებიც კანის დაბერების პროცესს აჩქარებენ და იწვევენ ნაოჭებს.

თვალების ხშირად მოჭუტვა


ხშირად ჩვენ გვრცხვენია მცირე ახლომხედველობის და არ ვატარებთ სათვალეს ან ლინზებს. ეს კი ნიშნავს, რომ დღეში დაახლოებით 160-ჯერ გვიწევს თვალების მოჭუტვა, რაიმეს კარგად დასანახად. ეს კი თვალების კუთხეებში ნაოჭების გაჩენას იწვევს. ძალიან გთხოვთ, დროულად მიმართეთ ოკულისტს, რათა ეს პრობლემა თავიდან აირიდოთ.

მუცელზე ან გვერდზე წოლა

ექიმები ერთხმად გვირჩევენ ზურგზე წოლას. ეს სასარგებლოა სუნთქვისთვის, გამართული ზურგისთვის და სახის კანისთვის. ჩვენ არ ვიცით, როგორ წარმოუდგენიათ ექიმებს ძილში პოზების გაკონტროლება. სანამ გვძინავს, საკუთარ თავზე პასუხს ვერ ვაგებთ.

მაგრამ აი რისი გაკეთება შეგიძლიათ, ზურგზე ინსტიქტურად დაწოლა რომ გაგიადვილდეთ. შეიმოწმეთ ხერხემალი ორთოპედთან - ზურგის ტკივილმა შეისაძლოა ამ პოზაში ძილში ხელი შეგიშალოთ. შეიძინეთ ნორმალური საწოლი ორთოპედიული ლეიბით და ბალიშით. თუ გასაშლელ სავარძელზე იღვიძებთ ხერხემლის ტკივილით, სახის კანის ჯანმრთელობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

თვალების მოსრესვა


როდესაც თვალებს ისრესთ ტუშის და ჩრდილების წასმისას, კანიც ყველაზე თხელ ნაწილს აზიანებთ. თუ თვალები გეწვით - დაიბანეთ. ნუ გაიკეთებთ მაკიაჟს ყოველდღიურად.

დიდი ოდენობით შაქრის მოხმარება

როდესაც დიდი ოდენობით ტკბილეულს მიირთმევთ, იცვლება ჰორმონალური ფონი და კანში კოლაგენის დონე ეცემა. ტკბილეული დასაშვებია 10 წლამდე ასაკში, შემდეგ უკვე ეცადოთ, თავი გააკონტროლოთ.

მზეზე დიდ ხანს ყოფნა

მუქი სათვალე, დიდი შლაპა და მზისგან დამცავი საცხი - გოგონების საუკეთესო მეგობრებია. დაიმახსოვრეთ, მზე კანის პირველი მტერია.

მოწევა

ნიკოტინი კანის კაპილარებს ავიწროვებს, ამისგან მას სისხლი და ჟანგბადი ცუდად მიეწოდება. ასე რომ, გამარჯობა, ნაოჭებო! თუნდაც ელექტრონულ სიგარეტს ეწეოდეთ, თქვენ სწორედ ნიკოტინს ეწევით. გვესმის, რომ ძნელია, დაანებო მოწევას თავი, მაგრამ დაფიქრდით, ეს ამად ღირს?