სეზონის ჰიტი – არომატული და ბლანტი ჟოლოს ლიქიორი

სეზონის ჰიტი – არომატული და ბლანტი ჟოლოს ლიქიორი
fpaparazzi გირჩივთ, აუცილებლად მოამზადოთ, სანამ სეზონია და დატკბეთ არომატული და სასიამოვნოდ მათრობელა სასმლით მეგობრებთან ერთად!
  • ჟოლო 700 გ
  • არაყი 6 ჭიქა
  • ლიმონის წვენი 0,25 ჭიქა
  • შაქარი 2 ჭიქა
  • წყალი 2 ჭიქა

მომზადება:
  1. გარეცხილი და გამშრალი ჟოლო მოათავსეთ ქილაში და დაასხით ლიმონის წვენი და არაყი.
  2. შეანჯღრიეთ. გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას.
  3. მოამზადეთ შაქრის სიროფი: შაქარს დაასხით წყალი თანაბარი პროპორციებით და დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე, თან შეუჩერებლად ურიეთ.
  4. გააგრილეთ და დაუმატეთ ჟოლოს ქილებში. შეანჯღრიეთ და დადგით ბნელ, გრილ ადგილას 2 კვირის განმავლობაში. ყოველდღიურად შეანჯღრიეთ ქილები.
  5. 2 კვირაში ლიქიორი გაწურეთ ორმაგ მარლაში და არომატული სასმელი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!