"ბატის თათები" თვალებთან? 15-20 წლით კანის გასაახალგაზრდავებლად დაუყოვნებლივ...

"ბატის თათები" თვალებთან? 15-20 წლით კანის გასაახალგაზრდავებლად დაუყოვნებლივ...
წარმოგიდგენთ ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო 10 ზეთს. ნებისმიერი გემოს და ფერის სანაქებო კოლექცია.



1. ნაოჭების საწინააღმდეგო სახის ზეთი

1. ჟოჟობას ზეთი

თვალების ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგო ზეთებს თვლა არა აქვს. ჟოჟობას ზეთის განუმეორებლობა და უნიკალური ფასეულობა გამომდინარეობს მისი ქიმიური შემადგენლობიდან: აქ ვიტამინებიც არის, მინერალებიც, ამინომჟავებიც. მაგრამ ამ სასწაული ზეთის მთავარი კოზირია ეიკოზენური ცხიმოვანი მჟავა, რომელიც დადებითად ზემოქმედებს თვალის უბნის ნაზ კანს.

რეკომენდირებულია ამ ზეთის ნიღბის სახით დადება ანდა დღის ან ღამის კრემში რამდენიმე წვეთის დამატება. ჟოჟობას ზეთი მყისიერად იწოვება, ჩინებულად აქრობს სიმშრალეს, უბრუნებს რა მოწიფულ კანს ელასტიურობას და ახლებურ იერს.


2. აბუსალათინის ზეთი

ეს ზეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური, ფლობს ნამდვილად შესანიშნავ თვისებებს და ბრწყინვალედ ეხმარება ნაოჭებთან მარადიულ ბრძოლას. ამ ზეთის რეგულარული გამოყენების შემთხვევაში გაქრებიან საძულველი ტომრები და შეშუპებები თვალთან, ხოლო მზერა გახდება ახლებური და მანათობელი. აბუსალათინის ზეთის საფუძველია რეცინოლეინმჟავა, ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა, რომლებიც ჩინებულად ებრძვიან წვრილ ნაოჭებს და ნამავენ სახის მშრალ კანს.

შეიძლება აბუსალათინის ზეთის კომბინირება სხვა ზეთებთან ან მისი დამოუკიდებლად გამოყენება. რეკომენდირებულია ზეთის ან ზეთების ნარევის ცოტა გაცხელება, შემდეგ კი თითების გულებით თვალების ირგვლივ პრობლემურ უბნებში წასმა. ერთი თვის განმავლობაში ზეთის ყოველდღიური გამოყენება გაგაკვირვებთ შესანიშნავი შედეგით!


3. კაკაოს ზეთი

კაკაო-ზეთი წარმოადგენს სილამაზისა და ჯანმრთელობის ნამდვილ საკუჭნაოს თქვენი კანისთვის! მის შემადგენლობაშია ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები, ტანინები, რომლების ეხმარებიან უჯრედების განახლებას, გარემოს მომაკვდინებელი ზემოქმედებისგან კანის დაცვას და ნაოჭების გაჩენის აცილებას.

კაკაო-ზეთი ადვილად ედება კანს, სწრაფად იწოვება და ახდენს კანის გადატვირთვას. ასეთი ზეთი შეიძლება გახდეს ყოველდღიური მკვებავი კრემის ბრწყინვალე ალტერნატივად. ის არ ითხოვს გამოყენების წინა მომზადებას იმიტომ, რომ დნება სხეულის ტემპერატურის ზემოქმედებით. იდეალური მკვებავი საშუალებაა ძილის წინ!


4. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი სახისა და სხეულის კანის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ნატურალური საშუალებაა. ის ჩინებულად კვებავს მშრალ კანს, იცავს მზის სხივების მომაკვდინებელი ზემოქმედებისგან, აწესრიგებს გაცვლით პროცესებს. ზეთის წასმის შემდეგ გაჩენილი ფენა ნამავს კანს, არიდებს მის ზედმეტ გაშრობას და ხელს უშლის თარსი ნაოჭების გაჩენას.


5. ყურძნის წიპწის ზეთი

ეს მდიდარი შემადგენლობის მქონე უწონადი ზეთი წარმოადგენს ლამის საუკეთესო პროდუქტს თვალისირგვლივ კანისათვის. ადვილად გააუმჯობესებთ კანის გარეგნულ იერს, შეანელებთ ასაკობრივ ცვლილებებს და მკვეთრად განაახლებთ მზერას იმისდა მიუხედავად, მარტო ამ ზეთს იხმართ თუ სხვა ზეთებთან კომბინაციაში.

თუ თქვენი კანი ერთობ მშრალია, მაშინ რეკომენდირებულია ამ ზეთის გამოყენება სხვა ცხიმოვან ზეთებთან (ჟოჟობა, ქოქოსი, ში), ხოლო ნორმალური და ცხიმიანი კანის შემთხვევაში - მხოლოდ ყურძნის წიპწის ზეთი უნდა გამოიყენოთ.


6. სელის ზეთი

მოწიფული კანისთვის ეს ზეთი ნამდვილი შველაა, ის ხომ ადრეული ნაოჭების მოცილების, კანის ტონუსის ამაღლების, დატენიანების, ბნელი ლაქებისა და ჭორფლების გაშუქების შეუცვლელი საშუალებაა. სელის ზეთის წასმა აუცილებელია ბამბის ტამპონით სახის მთელ კანზე ანდა წერტილოვნად, წინასწარ მისი შეცხელების პირობით. 10 წუთის შემდეგ თბილი კომპრესი უნდა მოიბანოთ წყლით.

უნდა მოერიდოთ თვალის ირგვლივ უბნებს, ეს ზეთი ხომ საკმაოდ მძიმეა და შეიძლება გამოიწვიოს შეშუპეპულობა. საიდუმლო არ არის, რომ სელის ზეთი მარგებელია, როგორც საკვების დანამატი. ეს უკანასკნელი დადებითად იმოქმედებს კანის მდგომარეობაზე, აარიდებს ადრეულ დაბერებას და მოაწესრიგებს საჭმლის მომნელებელ პროცესებს.


7. ატმის ზეთი

ატმის კურკის ზეთი არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაოჭების საწინააღმდეგო კოსმეტიკური საშუალებაა. E ვიტამინი, რითაც ჭარბად არის გაჯერებული ეს ზეთი, ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას და წვრილი ნაოჭების გაქრობას. ამ ზეთის საფუძველზე კომპრესები და ნიღბები დაეხმარებიან მშრალი კანის დარბილებას, გასწორებას და გაახალგაზრდავებას.

რეკომენდირებულია ამ ზეთის წასმა ნაზად თითების გულებით ძილის წინ. სხვათა შორის, წარბებზე და წამწამებზე ატმის ზეთის რეგულარული წასმით შესაძლებელია მათი ზრდის გაუმჯობესება და მათი ცვენის არიდება.


8. ქაცვის (შავეკალას) ზეთი

ქაცვის ნაყოფის ზეთს შეუძლია არა მარტო კანის ასაკობრივი ცვლილებების გამოვლენის აცილება, არამედ ღრმა ნაოჭების გაჩენის შესამჩნევი შემცირება და დონდლო კანის ტურგორის ამაღლება. სუფთა სახით ქაცვის ზეთი არ გამოიყენება. ცივი გამოწურვის ზეთს უნდა დაემატოს E ვიტამინის რამდენიმე წვეთი ან ის უნდა გაზავდეს საბაზო (ძირითად) ზეთთან.

ეპითელიუმის გამტარიანობის გასაზრდელად, ზეთის წასმის დროს შეიძლება სახის მსუბუქი მასაჟის გაკეთება. აი კრემთან შეხამებაში კი ქაცვის ზეთი ადვილად იწოვება, კანი არ მძიმდება და პორებიც არ წარმოიქმნება.ერთი თვის განმავლობაში ქაცვის ზეთის რეგულარული გამოყენების შემდეგ კანი დატენიანებულია და მოსწორებულია. შედეგი - არცერთი ნაოჭი!


9. ნუშის ზეთი

ნუშის ზეთი არის შესანიშნავი ბუნებრივი საშუალება, რომელიც ნამავს მშრალ კანს, აცილება ბნელ წრეებსა და შეშუპეპულობებს თვალთან, ასწორებს წვრილ ნაკეცებს. ნამდვილი აღმოჩენაა! მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების დიდი რაოდენობა ნუშის ზეთს აქცევს სახის დამჭკნარი კანის მოვლის #1 საშუალებად.

ასეთი ზეთი რეგულარულად უნდა გამოიყენოთ, აკურატულად უნდა წაისვათ პრობლემურ უბნებზე ძილის წინ. ზეთის ნარჩენები უნდა მოიცილოთ ბამბის დისკით წასმიდან ნახევარი საათის შემდეგ.


10. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთის გამოყენება სასარგებლოა არა მარტო საკვებში. აღმოჩნდა, რომ მასზე ლოცულობენ ყველა კოსმეტოლოგები! ზეითუნის ზეთით ყოველდღიური 10-წუთიანი კომპრესი საგრძნობლად გაასწორებს დამჭკნარ კანს, ააცილებს წვრილ ნაკეცებს და ჩინებულად დანამავს.



კოსმეტიკური არომატული ზეთების საფუძველზე ნიღბები წარმოადგენენ მაღაზიებში ძვირი საშუალებების სასიამოვნო ჩანაცვლებას, ამავე დროს ისინი არსებითად ებრძვიან თარს ნაოჭებს. სწორი ყოველდღიური მოვლა - აი მარადიული ახალგაზრობისკენ ყველაზე სანდო გზა!


აუცილებლად შეინახეთ ეს ინფორმაცია, მეგობრებსაც გაუზიარეთ!