სეზონის 5 ყველაზე მოდური ფერი, მათზე გვერდის ავლა წარმოუდგენელია

სეზონის 5 ყველაზე მოდური ფერი, მათზე გვერდის ავლა წარმოუდგენელია
ეს სეზონი მდიდარია ფერებით, დიზაინერები ცდილობენ ექსპერიმენტები მკვეთრი ფერების გამოყენებით ჩაატარონ, მაგრამ მათვის საყვარელ პასტელურ ფერებსაც არ ივიწყებენ. მაშ ასე რაზე შევაცეროთ ჩვენ ყურადღება? რომელი კომბინაციებია აქტუალური და რატომ უნდა შევავსოთ იერი მკვეთრი და ნათელი ფერის დეტალებით?


ნაზი ატამი

უპირველეს ყოვლისა გაზაფხულზე აქტუალურია ნაზი პასტელური ფერები. ისინი ყოველთვის ანახლებენ იერს და ნებისმიერ ქალბატონს უფრო ახალგაზრდას აჩენენ. ამასთანავე სტილისტები რეკომენდაციას იძლევიან ეს ფერი შეახამოთ იისფერთან, ფირუზისფერთან და ლურჯთან.
მწვანე ფრეში
სეზონის 5 ყველაზე მოდური ფერი, მათზე გვერდის ავლა წარმოუდგენელია
მკვეთრი, გამოკვეთილი და წარმოუდგენლად წვნიანი - ამგვარად შეგვიძლია დავახასიათოთ ეს ელფერი. ის აამღალებს განწყობისა და სიცოცხლით ტკბობის გრადუს. ამ გაზაფხულზე მისი გამოყენება მიზანშეწონილია ფირუზისფერთან და წითელის ყველა ელფერთან.
სიესტა

Sally LaPointe, Alexander McQueen, Coach და სხვა ბრენდების კოლექციებში შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევდით ლათინოამერიკულ აქცენტს. უპირველეს ყოვლისა კი ეს ფერების არჩევანში გამოიხატებოდა. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს სადღესასწაულო ფერები - წითელი, ბორდოსფერი, სიცილიური ატმის ფერი. ისინი შესანიშნავად ეხამებიან ოქროსფერს, შავსა და ყვითელს.
კეკლუცი ზეცისფერი

ეს ბუნებრივი და მოუბეზრებელი ფერი არასდროს გავა მოდიდან, შესაძლოა მათ მცირედით იცვალონ სახე როგორც ეს ცისფერის შემთხევაში მოხდა. ის მეტად უფრო კეკლუცად და გარდამავალ ფერად გადააქციეს.

ცივი კაპუჩინო

ეს ფერი აუცილებლად მოხიბლავს კლასიკური სტილის მიმდევრებს. ისინი ძალიან ელეგანტურად და ქალურად გამოიყურებიან, საკმაოდ კარგად უსვავენ ხაზს ლამაზ ფორმებს. ამ ფერის კომბინირება მიზანშეწონილია უფრო ღრმა ფერებთან ყავისფერი ფერთა გამიდან.